logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: 2019-2020 წლებში სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზაციის პროექტი განხორციელდება
ნათია თურნავა: 2019-2020 წლებში სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზაციის პროექტი განხორციელდება
14:26 07.06.2019
სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზაციის მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, პროექტი 2019-2020 წლებში განხორციელდება, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პროექტის მიზანია სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა რეგიონებში. ამისთვის იგეგმება ძირითადი გაუსხვისებელი ქონების გადაცემის მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა და გადაცემის პროცესის დაჩქარება, ასევე დამატებით საპრივატიზებოდ გადასაცემი ქონების გადაცემის მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა და გადაცემის პროცესის დაჩქარება.

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მონაცვლეობას. კერძოდ: მუნიციპალიტეტებს საშუალება ექნებათ, მათი ქონება გაცვალონ კერძო საკუთრებაში არსებულ ტოლფას ქონებაში, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საკრებულოს თანხმობით. აღსანიშნავია, რომ პროექტი ბიბლიოთეკების, სპორტული მოედნების, სარიტუალო/საკლუბო დარბაზების და სასაფლაოების არსებული პროფილის შენარჩუნებით გადაცემას ითვალისწინებს.

ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტი წარმატებით მიმდინარეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანი იყო წლების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების აღრიცხვა და რეგისტრაცია, მათი შემდგომში კერძო სექტორში გადასატანად და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩასართავად.

დღეის მდგომარეობით ჯამში აღმოჩენილია 522 796 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. შედეგად, სახელმწიფო მიიღებს დამატებით აქტივებს, რაც მნიშნველოვანი იქნება სასოფლო-სამურნეო სექტორის განვითარებისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა