logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასოდეს მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტისთვის დამაზიანებელი იქნება
ნათია თურნავა: სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასოდეს მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტისთვის დამაზიანებელი იქნება
14:16 07.06.2019
„ბოლო დროს ვისმენდით სხვადასხვა მოსაზრებებს სპეკულაციებს ამ საკითხზე, ამიტომ ცალსახად მინდა ვთქვა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და რასაკვირველია, ეკონომიკის სამინისტროსთვის. და ამას ჩვენ საქმით ვადასტურებთ, ეს არ არის მხოლოდ დეკლარირება. ამას ვადასტურებთ საქმით იმ დონეზე, რა დონეზეც არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფოს მხარდაჭერა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის. ჩვენ დღეს ვკარგავთ გარკვეული კატეგორიის ტვირთებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში გაივლიდა ჩვენს ლოგისტიკურ სისტემას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ანაკლია ამოქმედდეს და ამ ღრმაწყლოვანმა პორტმა შეძლოს ოპერირება და ტვირთების მიღება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მინისტრმა პარლამენტარებს შეახსენა ის მხარდაჭერა, რომელსაც ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანია იღებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. „ეს არის 100 მლნ დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც მიიღებს კომპანია, როგორც კი თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს; ეს არის 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია უკვე და ეს არ არის დაპირება, ეს არის კონკრეტული ვალდებულება; ეს არის მოქნილი ვადები - პირველი ვადა ანაკლიის კონსორციუმთან შეთანხმებული სამუშაოების დაწყების და ე.წ. ფინანსური დახურვის მიღწევის, იყო 2017 წლის ზაფხული. ამის შემდეგ სახელმწიფომ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა მისი გადავადება, შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ განვიხილავთ ფინანსური შეკვრის და დაფინანსების მოზიდვის საკითხებს. ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორის 11 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში განიხილავს ნებისმიერ სხვა ინიციატივას ალტერნატიული საპორტო განვითარების შესახებ. „შესაბამისად არანაირი წინაღობა ანაკლიის პროექტის განხორციელებას არ ექნება. სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასოდეს მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიისთვის დამაზიანებელი იქნება“, - აღნიშნა მან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა