logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შემოსავლების სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის საგადასახადო ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემოსავლების სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის საგადასახადო ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
14:02 07.06.2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის საგადასახადო

ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერიო ბარბანტინიმ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ.

ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება თანამშრომლობის შემდეგ საკითხებს მოიცავს: გადასახადების ადმინისტრირება; გადასახადების თავიდან არიდების წინააღმდეგ ბრძოლა; პერსონალის განვითარება და ტრეინინგი; საერთაშორისო დაბეგვრა; საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება (თრანსფერ Pრიცინგ); კონტროლირებული ოპერაციების წინასწარი შეთანხმების პროცედურები (APA); ურთიერთშეთანხმების პროცედურები; ევროკავშირის კანონმდებლობა (აცქუის.). აღნიშნული, საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ საგადასახადო მოლოდინების (ტახ ცერტაინტყ-ის) გაზრდას და გადასახადის გადამხდელებისთვის სანდო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან თანამშრომლობა როგორიც იტალიაა, როგორც მოგეხსენებათ ის გახლავთ OEჩD-ის ქვეყანა, ეს არის ძალიან მაღალი დონის საგადასახადო ადმინისტრაცია და საკითხები რომლებიც ამ მემორანდუმში არის გათავალისწინებული მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეს არის გადასახადის გადახდისგან თავის არიდების მიმართულებები, ეს არის საერთაშორისო კონტროლირებადი ურთიერთობების ე.წ (APA) ხელშეკრულების მიმართულებები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის საგადასახადო ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, მათი გამოცდილების გაზიარება, მომავალში, ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ასეთი ტიპის მემორანდუმები ძალიან წაადგება საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციას“ - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

შეხვედრას, იტალიის მხრიდან, ორმხრივი APA/MAP განყოფილების ხელმძღვანელი საიმონ დი ვაია, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების სპეციალისტი ანდრეა ჯირეტი, ხოლო შემოსავლების სამსახურიდან, სამსახურის უფროსის მოადგილეები კახა ცერცვაძე და მამუკა ტერაშვილი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების, აუდიტის, იურიდიული და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები დავების ეფექტური და დროული მოგვარების საერთაშორისო სტანდარტებს გაეცნენ. ამასთან საშუალო რგოლის მენეჯერებმა და სხვა თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მოისმინეს ტრენინგი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ურთიერთშეთანხმების პროცედურებისა (MAP) და საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარ შეთანხმებაზე (APA). მათ შორის საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

შემოსავლების სამსახურს, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიის საგადასახადო ადმინისტრაცია, ექსპერტულ დახმარებას გაუწევს, ხოლო ფინანსურ და ნაწილობრივ ექსპერტულსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB). ასევე თანამშრომლობის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციას ესტუმრებიან.



 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა