logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
იოსებ არჩვაძე: ბიზნესის ზრდა ხელსაყრელი საქმიანი გარემოს და გატარებული რეფორმების შედეგია, რაც ბოლო წლებში გადაიდგა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად
იოსებ არჩვაძე: ბიზნესის ზრდა ხელსაყრელი საქმიანი გარემოს და გატარებული რეფორმების შედეგია, რაც ბოლო წლებში გადაიდგა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად
17:57 04.06.2019
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 22.9 მილიარდ ლარს მიაღწია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27.5 პროცენტით გადააჭარბა. იმავე პერიოდში აღნიშნული სექტორის პროდუქციის გამოშვება 9.0 პროცენტით გაიზარდა და 9.5 მლრდ. ლარი შეადგინა.

ეკონომიკის დოქტორის იოსებ არჩვაძის შეფასებით, „აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთებას საშუალებას იძლევა. კერძოდ,

1. ბიზნეს-სექტორის როგორც ბრუნვის, ისე მთლიანი გამოშვების ზრდის ტემპი წინ უსწრებს მთლიანი შიგა პროდუქტის ნომინალურ ზრდის ტემპს, ანუ ამ უკანასკნელის ფორმირებაში ბიზნეს-სექტორის როლი და მონაწილეობის დონე მატულობს, რაც ცალსახად პოზიტიური პროცესია;

2. ბიზნეს-სექტორის ფორმირებაში მზარდი როლი ეკუთვნის მომსახურების სექტორს. ბოლო ერთი წლის მანძილზე მომსახურების წილი მის მთლიან ბრუნვაში გაიზარდა 74.4%-დან 79.5%-მდე, ხოლო პროდუქციის მთლიან გამოშვებაში, შესაბამისად, 52.5%-დან 55.6%-მდე;

3. მართალია, ბიზნეს-სექტორის როგორც ბრუნვაში, ისე გამოშვებაში ჯერ კიდევ ყველაზე მაღალი წილი მსხვილ წარმოებებს უკავიათ (ბრუნვაში - 54.5%, გამოშვებაში - 41.3%),

თუმცა საშუალო და მცირე ბიზნესის უფრო დინამიური, სწრაფი განვითარების ხარჯზე მსხვილი ბიზნესის წილი თანდათან კლებულობს და შესაბამისად, იზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. კერძოდ, პროდუქციის მთლიან გამოშვებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილად მოვიდა მთელი მატების 82.2 პროცენტი, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის მატების ტემპი 3.5-ჯერ აღემატებოდა მსხვილი ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის მატების ტემპს, მათ შორის მხოლოდ მცირე ბიზნესისა (16.7%) – 4.5-ჯერ.

4. შრომის მწარმოებლურობა (პროდუქციის გამოშვება ერთ დასაქმებულზე) მსხვილ წარმოებაში 1.4-ჯერ აღემატება წვრილი წარმოების ანალოგიურ მაჩვენებელს.“

ბიზნეს-სექტორში დასაქმებულებზე მოდიოდა საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 2/5 და დაქირავებით დასაქმებულთა 72 პროცენტი, რაც საკმაოდ მაღალი, პოზიტიური მაჩვენებელია. ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 71.8 პროცენტი მომსახურების სექტორში, ხოლო დანარჩენი 28.2 პროცენტი - ეკონომიკის რეალურ სექტორში (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა) იყო დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის რეალურ სექტორში შრომის მწარმოებლურობა 2-ჯერ და მეტად აღემატებოდა მომსახურების სექტორში დასაქმებულთა შრომის მწარმოებლურობას.

იოსებ არჩვაძის განცხადებით, მთლიანად, ბიზნეს-სექტორის წილად ქვეყნის მშპ-ის 2/3-ზე მეტი იქმნება და აღნიშნული წილი მზარდია.

„ეს ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს, გატარებული რეფორმებისა და იმ შეღავათებს ეფუძნება, რაც ბოლო წლებში გადაიდგა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად. 2013 წლის შემდეგ ეროვნულ მეურნეობაში ყოველი 4 დამატებული დაქირავებით დასაქმებულიდან 3 ბიზნეს-სექტორზე მოდიოდა, ხოლო იმავე პერიოდში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 35 ათასით ზრდის პირობებში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა. შესაბამისად, განუხრელად იზრდება როგორც ბიზნეს-სექტორის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში, ისე მთლიანად საერთაშორისო მასშტაბით ქართული ეკონომიკისა და მისი წარმოებული პროდუქციის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის მხრივ,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის