logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: წალენჯიხელებს დავპირდი, რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები და ამ დანაპირებს ვასრულებთ
ნათია თურნავა: წალენჯიხელებს დავპირდი, რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები და ამ დანაპირებს ვასრულებთ
16:29 01.06.2019
„დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული დღეა წალენჯიხისთვის, რადგან აქ ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ჩვენ შემოდგომაზე ვიყავით აქ ჩამოსულები, პირადად მე შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას და დავპირდი, რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები. ამ დანაპირებს ვასრულებთ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავამ დღეს სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

ეკონომიკის მინისტრი წალენჯიხაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ თავად გააცნო მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესში დაგეგმილი სამუშაოების დეტალები. პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური, ჯამში, აიგება 39675 მეტრი მაღალი წნევის მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 132 597 მეტრი სიგრძის მქონე გაზსადენი. პროექტის დასრულების შემდეგ 2897 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3-წლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდება 13 სოფელი. „მთავრობამ დაამტკიცა 3-წლიანი გეგმა და სულ რამდენიმე დღის წინ ეს სამუშაოებიც დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს, გათბობის სეზონის დადგმომამდე, ანუ ზაფხულის მიწურულს 3000-მდე წალენჯიხელს, ოჯახს სახლებში ბუნებრივი აირი ექნება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება, საიდანაც 75 - სამეგრელოშია. „აქედან გამომდინარე ეს პრობლემა ჩვენს მიერ გადაწყვეტილია სწორედ ისე, როგორც მოსახლეობას დავპირდით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა