logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენ სტარტაპებს არ მივატოვებთ და განვითარების ახალ ეტაპზე უფრო საფუძვლიანად დავეხმარებით
ნათია თურნავა: ჩვენ სტარტაპებს არ მივატოვებთ და განვითარების ახალ ეტაპზე უფრო საფუძვლიანად დავეხმარებით
10:23 01.06.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თანადაფინანსების 100 000 ლარიანი პროგრამის მესამე ეტაპის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. პროგრამას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მხარდაჭერით.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წინა ორ კონკურსში 37 პროექტი დაფინანსდა.

„ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო, 37 მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური იდეა და პროექტი ძალიან ბევრია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ორი პარალელური პროგრამა, რომლითაც ვაფინანსებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ იდეებსა და პროექტს. ესაა პროგრამა ე.წ. დამწყებთათვის, სადაც გამარჯვებული 100,000 ლარს მიიღებს, ასევე განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის. მათთვის გრანტის მოცულობა 650,000 ლარია. ორი ასეთი ერთმანეთთან დაკავშირებული პროგრამის არსებობა ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს სტარტაპებს და მათ კიდევ უფრო საფუძვლიანად დავეხმარებით განვითარების ახალ, მეორე ეტაპზე,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

„რაც მთავარია, ჩვენს მიერ გამოვლენილი პროექტებიდან ყველას აქვს პოტენციალი, ფეხი გლობალურ ბაზრებზე მოიკიდონ და ვენჩერული და ენჯელ დაფინანსება მოიპოვონ, რაშიც ჩვენ მათ დავეხმარებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. ის წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის.

საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა