logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ნათია თურნავა ტექნოპარკში თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის ღონისძიებას დაესწრო
ნათია თურნავა ტექნოპარკში თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის ღონისძიებას დაესწრო
10:21 01.06.2019
თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ დღეს მესამედ გამოაცხადა. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორთან, მერსი ტემბონთან ერთად დაესწრო.

მისასალმებელ სიტყვაში ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა პროგრამის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და სახელმწიფოს ხედვას ინოვაციური პროექტების განვითარების კუთხით.

„ეს პროგრამა, თავისი დიზაინით, მორგებულია ინიციატივიანი ადამიანების გამოვლენაზე, რომლებიც მზად არიან, გასცდნენ საქართველოს საზღვრებს, განავითარონ თავისი იდეები და ასახელონ საქართველო გლობალურ ბაზარზე. ისინი ასევე მზად არიან, თვითონაც მცირე კონტრიბუცია გაიღონ, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, მზად არის, გაცილებით მეტი ფინანსური კონტრიბუცია გააკეთოს“ - აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკს საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში გამოვლენილი მყარი მხარდაჭერისთვის და კონკრეტულად მერსი ტემბონს მისი პირადი კონტრიბუციისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მინისტრის თქმით, წლებია, რაც მსოფლიო ბანკი მხარში გვიდგას სხვადასხვა სტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური რეფორმების განხორციელებისას, მათ შორის არის ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც მესამედ ცხადდება თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა ასი ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის