logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი „ანაკლიის კონსორციუმთან’’ მოლაპარაკებების შესახებ: რვა პუნქტიდან შვიდზე თითქმის მივაღწიეთ შეთანხმებას
ივანე მაჭავარიანი „ანაკლიის კონსორციუმთან’’ მოლაპარაკებების შესახებ: რვა პუნქტიდან შვიდზე თითქმის მივაღწიეთ შეთანხმებას
22:42 31.05.2019
რვა პუნქტიდან, რომელზეც აბსოლუტურად არ ვიყავით ვალდებულნი, რომ დავთანხმებულიყავით, შვიდზე თითქმის მივაღწიეთ შეთანხმებას, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” „ანაკლიის კონსორციუმთან" გამართული მოლაპარაკებების შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, იგი პირადად იყო ჩართული კონსორციუმთან და ყველა იმ პოტენციურ კრედიტორთან მოლაპარაკებებში, ვინც მონაწილეობს პროექტში.

„აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი. რამდენიმე საათიანი, ძალიან დეტალური და ეფექტიანი შეხვედრა გვქონდა. რვა პუნქტიდან, რომელზეც აბსოლუტურად არ ვიყავით ვალდებულნი, რომ დავთანხმებულიყავით, შვიდზე თითქმის მივაღწიეთ შეთანხმებას. ესეც არ იყო სხვათა შორის აუცილებელი, რადგან არ იყო ჩვენი ვალდებულება. შეგახსენებთ პირველად ხელშეკრულებაში გაწერილ ვალდებულებებს: ეს არის 300 მილიონამდე ინფრასტრუქტურული პროექტები, 60-70 მილიონამდე მიწის გამოსყიდვაში დახმარება, 100 მილიონი დოლარის ფინანსური შენატანი. ამ ყველაფერზე ჩვენ პირველი დღიდან ვიყავით პასუხისმგებელნი და დღესაც ვართ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, „ანაკლია“ ქვეყნისთვის სტრატეგიული და თავისი ბუნებით კომერციული პროექტია.

„სახელმწიფომ მაქსიმალური გაიღო იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რაც ევალებოდა. ერთადერთი, რაც დარჩა, ეს არის კომერციული რისკები და ისიც თუ ჩვენ ავიღეთ, მაშინ საერთოდ რა შუაშია კონსორციუმი, რა შუაშია კერძო კაპიტალი? ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტი ყოფილა, მაშინ თვისობრივად იცვლება ყველაფერი და დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. შესაბამისად, ვერავინ - ვერც იმ მოლაპარაკებებზე დამსწრე და ვერც ის, ვინც ამ მოლაპარაკებების მიღმა იმყოფებოდა, ვერ იტყვის, რომ მთავრობამ რამე დააკლო პროექტს, არამედ პირიქით, გზადაგზა ამატებდა და დღესაც ამატებს ვალდებულებებს მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ არც ამ მიმართულებით არ არსებობს პრობლემები.

„თქვენ რომ საერთაშორისო დონორი იყოთ და ნახოთ, რომ სახელმწიფო ხარჯავს ინფრასტრუქტურისთვის 300 მილიონს ერთ შემთხვევაში, იძლევა 100 მილიონს, 70 მილიონს, პროექტი თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით რამდენჯერმე არის შემცირებული და ამაზე წამოვიდა. რვა პუნქტიდან შვიდზე მოხდა შეთანხმება, რომელიც უამრავ სხვადასხვა რისკის დაზღვევასთან არის დაკავშირებული და ის, რომ რაღაც ნებართვის წინა ნებართვა გაიცა, რომელიც 24 საათში გაუქმდა, ეს არის მთელი დისკომფორტის წყარო? თუ ამ საქმის გაკეთება ვინმეს უნდა, არანაირი მიზეზი აქ არ არის. ახლა მთავარია, ვისაც რა ევალება, ის გააკეთოს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის