logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: იმ დოკუმენტის დანართი, რომელიც გავაუქმე, არის ჩემს მინისტრად დანიშვნამდე სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული მიწის კოდები
ნათია თურნავა: იმ დოკუმენტის დანართი, რომელიც გავაუქმე, არის ჩემს მინისტრად დანიშვნამდე სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული მიწის კოდები
20:23 31.05.2019
„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული იმ დოკუმენტის დანართი, რომელიც მე გავაუქმე, არის სახელმწიფო მიწის კოდები, რომლებიც, როგორც ჩანს, ინვესტორმა ამოკრიფა საჯარო რეესტრიდან და თან დაურთო ამ დოკუმენტს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მიწა, რომელზეც ინვესტორი აპირებს მშენებლობას, ეკუთვნის არა მას, არამედ სახელმწიფოს“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.



ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი არ იყო სამშენებლო ნებართვა და ამას დღეს გიორგი ქობულიას საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული კომენტარიც ადასტურებს. მინისტრის განცხადებით, ეს არის წინასწარი, ე.წ. „მიწათსარგებლობის პირობები“, რომელიც იმდენად დაბალი რანგის დოკუმენტია, რომ იურიდიულად მტკიცდება არა მინისტრის, არამედ სამინისტროს სსიპ-ის ხელმძღვანელის ბრძანებით. „მიუხედავად ამისა, უნდა შემდგარიყო ეს კომუნიკაცია და სააგენტოს უფროსს საქმის კურსში უნდა ჩავეყენებინე. სწორედ ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე და გავათავისუფლე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დაკავებული თანამდებობიდან“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



როგორც მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დოკუმენტზე დართული სახელმწიფო მიწის კოდები რეგისტრირებულია მისი მინისტრად დანიშვნამდე. „ის, რომ ეს ფაქტი არ ახსოვდა ჩემს წინამორბედს, სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში მის კომუნიკაციაზე მეტყველებს და რომელიც ჩემამდეც არსებობდა სამინისტროში. ამიტომ ეს უნდა გამოვასწოროთ - მინისტრებმა უნდა ვიცოდეთ, სად რა ხდება და მსგავსი ფაქტები არ უნდა განმეორდეს“ - აღნიშნა თურნავამ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ როდესაც მიწა არ ეკუთვნის ინვესტორს და ეკუთვნის სახელმწიფოს, როდესაც საუბარია ისეთი რანგის დოკუმენტზე, რომელიც მტკიცდება არა მინისტრის, არამედ ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს მიერ, აქ საუბარი არ არის საბოტაჟზე და მით უფრო არ არის საუბარი იმაზე, რომ გაიცა ნებართვა. „რას ემსახურება ეს გადაჭარბებული აჟიოტაჟი, მიჭირს ამაზე პასუხი, უბრალოდ, შემიძლია ვივარაუდო, რომ აქ ადგილი აქვს პასუხისმგებლობების გადაბრალების მცდელობას იმიტომ, რომ ისევ ვიტყვი, ჩვენი პრიორიტეტი არის ანაკლიის პორტი, ამას ადასტურებს ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც ანაკლიის პროექტს აქვს - ფინანსურად, იურიდიულად, ორგანიზაციულად, პოლიტიკურად. ამ პირობებში კერძო ინვესტორს არ უნდა ჰქონდეს ამ პროექტის შექმნის პრობლემა. ვის აწყობდა ეს აჟიოტაჟი, რომელიც ისევ ანაკლიის პროექტს აზარალებს? “- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა