logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ვერცერთმა ოპონენტმა ვერ მოიტანა ვერცერთი არგუმენტი, თუ მთავრობის რომელმა კონკრეტულმა ნაბიჯმა განაპირობა ეროვნული ვალუტის რყევები
ივანე მაჭავარიანი: ვერცერთმა ოპონენტმა ვერ მოიტანა ვერცერთი არგუმენტი, თუ მთავრობის რომელმა კონკრეტულმა ნაბიჯმა განაპირობა ეროვნული ვალუტის რყევები
17:55 31.05.2019
"ვერცერთმა ოპონენტმა ვერ მოიტანა ვერცერთი არგუმენტი, თუ მთავრობის რომელმა კონკრეტულმა ნაბიჯმა ან ეროვნული ბანკის რომელმა ნაბიჯმა განაპირობა ეროვნული ვალუტის რყევები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, ლარის კურსით მთავრობის ეფექტურობის გაზომვა, როგორც მინიმუმ უმეცრებაა და ნამდვილად არ ასახავს მთავრობის რეალურ ეფექტურობას.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს თავისუფალი გაცვლითი კურსი. ის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არის გარე ფაქტორების მიმართ მოწყვლადი. რასაკვირველია, ჩვენი ვალუტა ვერ დარჩება რეგიონში პროცესების მიმართ ნეიტრალური, ამიტომ პერიოდულად, მას მოკლევადიანი რყევები ახასიათებს. ვალუტის რყევა შეიძლება მოხდეს ზედმეტი ხარჯების გაწევის დროს, ვიდრე დაგეგმილია, ჭარბი ფისკალური პოლიტიკის შედეგად. ეს შეიძლება, ასევე, მოხდეს მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების შედეგად. დღეს, ორივე ეს პარამეტრი არის აბსოლუტურ ნორმებში. შესაბამისად, ვალუტის არსებული კურსი ეს არის საბაზრო ეკონომიკაზე რეაქცია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ შედეგებზე, რასაც გამოიწვევს თავისუფალ გაცვლით კურსზე მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან ხელოვნური ჩარევა.

„ჩვენ გვაქვს მეორე ალტერნატივა, რომ ეს რეაქცია საბაზრო ეკონომიკაზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, შევარბილოთ, გავაჩეროთ და ჩავერიოთ, მაგრამ ეს არ არის პასუხიმგებელიანი გადაწყვეტილება და მიდგომა, რომელიც გრძელ ვადაში რაიმე ტიპის შედეგს გამოიღებდა. შეიძლება მოკლე ვადაში, რამდენიმე თვით ან ერთი წლით, ამ ნაბიჯებმა გააჩეროს კურსი ერთ ნიშნულზე, ასეთებიც ყოფილა წარსულში ჩვენს ქვეყანაში და სხვაგანაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამის ფასს გადავიხდით დაბალი ეკონომიკური ზრდით, ნაკლები სამუშაო ადგილებით და ა.შ. ამიტომ აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ თავისუფალი მცურავი კურსი, განვავითაროთ ეკონომიკა და რეფორმები, რომელიც საბოლოო ჯამში, ამ რყევებს შეამცირებს. ამის პასუხი არ არის ჩარევა და პირდაპირ დოლარის გაყიდვა და დოლარის მიმოქცევაში ჩაშვება. ეს არ არის ნორმალური და ჯანმრთელი პროცესი. ეს არის მოკლევადიანი, უპასუხისმგებლო და მოკლე ვადაზე გათვლილი მიდგომა.

პასუხისმგებლიანი მიდგომა არის - ლარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გაგრძელება, რათა მოსახლეობა ნაკლებად იყოს მოწყვლადი კურსის რყევის მიმართ და ამავდროულად გაგრძელდეს, ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ზრდის ექსპორტს და აჰყავს ეკონომიკური ზრდა იმ დონეზე, რომელიც რეგიონში ყველაზე მაღალია. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ, რყევები იყოს მინიამალური და მის მიმართ მოსახლეობის მოწყვლადობა იყოს დაბალი, გაგრძელდეს ლარიზაცია, ეკონომიკური რეფორმები, სწორი მაკროეკონომიკური მიდგომა, ასევე ფისკალური დისციპლინა - ეს არის ერთადერთო პასუხი, რომელიც გრძელ ვადაში იმუშავებს.

მეორე - არის პოპულისტური - დღეს, ხვალ გავაჩეროთ კურსი, მაგრამ მაზეგ გაცილებით მძიმე შედეგი მივიღოთ, რომლითაც კურსიც გვერდით დაგვრჩება და სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც. რასაკვირველია, რაღაც ტიპის პრეტენზიები არსებობს და ეს ლეგიტიმურია და ზუსტად აქ არის მთავრი პასუხი ამ კითხვაზე - ერთია, რომ ამ წნეხის ქვეშ მთავრობა, ეროვნული ბანკი გადადგამს თუ არა პოპულისტურ ნაბიჯებს და შეეცდება რომ ჩაერიოს, რათა თავიდან აირიდოს ეს მოკლევადიანი დისკომფორტი და რყევები, თუ მაინც მდგრადად და პრინციპულად გააგრძელებს იმ ეკონომიკურ კურსს, რომელიც არის ერთადერთი სწორი და გრძელ ვადაში აუცილებლად მოიტანს შედეგებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის