გიორგი ცუცქირიძე: „ანაკლიის განვითარების“ კონსურციუმი საბაბს ეძებს, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებს თავი აარიდოს
გიორგი ცუცქირიძე: „ანაკლიის განვითარების“ კონსურციუმი საბაბს ეძებს, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებს თავი აარიდოს
15:27 30.05.2019
"როგორც ჩანს, საქართველოში პორტების ირგვლივ ვნებათაღელვა კარგა ხანს გაგრძელდება. „ეი პი ემ ტერმინალსის“ მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მამუკა ხაზარაძის გამოხმაურებას, რომ „ანაკლიის პორტი შეჩერების პირასაა“ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ეხმარება.

„მიმაჩნია, რომ ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად დროული და სწორი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ქალბატონ ნათია თურნავას განცხადება, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია, ხოლო თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. რაც მთავარია ვიგებთ, რომ ეს დოკუმენტი, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან.

ამასთან, ნათია თურნავამ ასევე გააკეთა მეტად საყურადღებო მინიშნებაც ანაკლიის მშენებელ კონსორციუმზე. ანაკლიის პროექტს, მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ გააჩნია. მაგრამ გაუგებარია თუ რას ემსახურება ინვესტორის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები და აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა. ან რატომ მოითხოვს ინვესტორი დაჟინებით სახელმწიფოს მხრიდან რისკების დაზღვევას წმინდა კომერციული კუთხით, რაც სახელმწიფოს ვალდებულება არანაირად არ არის! სწორედ ასეთი მიდგომა არის მიუღებელი და ეჭვებსაც ეს აჩენს. „ეი პი ემ ტერმინალსის“ თემზე აპელირებით, „ანაკლიის განვითარების“ კონსურციუმი საბაბს ხომ არ ეძებს, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებს თავი აარიდოს"ანაკლიის პროექტს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ სახელმწიფო არ არის ვალდებული კომერციული რისკები დააზღვიოს“,,-აცახდებს გიორგი ცუცქირიძე.
ბეჭდვა