logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ეს საერთო გამარჯვებაა, შეთანხმება შედგა ჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია
ნათია თურნავა: ეს საერთო გამარჯვებაა, შეთანხმება შედგა ჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია
22:06 27.05.2019
„გვიხარია და ყველას ვულოცავთ, რომ ეს კრიზისული სიტუაცია მშვიდობიანად არის დარეგულირებული. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს საერთო გამარჯვებაა და შეთანხმება შედგა პირველ რიგში ჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებების შემდეგ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და გაფიცული მაღაროელები მოლაპარაკებების პროცესში გონივრულ კომპრომისზე წავიდნენ, რაც ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით დასრულდა.

„მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება. რაც შეეხება დაზღვევას, კვებას, ჯანმრთელობის დაცვასთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს - ეს კომპანიის ცალსახა ვალდებულებაა, ჩვენ ვიქნებით დამკვირვებლები და გარანტორები, რომ ისინი შესრულდეს. რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, კარგია, რომ აქ ორივე მხარე წავიდა გონივრულ კომპრომისზე, გაითვალისწინეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ასევე დასაქმებულების მოთხოვნები და შედგა გონივრული კომპრომისი. ამ ნაწილში ჩვენ მხოლოდ მედიაცია გავწიეთ, რადგან სწორია, რომ კერძო ბიზნესმა და იქ დასაქმებულებმა გამონახონ საერთო ენა, მათ შორის სახელფასო თემაზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ მხარეებს შორის შეთანხმების პროცესს ხელი შეუწყო, როგორც მედიატორმა.

„ჩვენ ვიქნებით გარანტორები, რომ ყველა პირობა, რაზეც შეთანხმება შედგა, ნამდვილად შესრულდება, განსაკუთრებით პრინციპულები და შეუპოვრები ვიქნებით იმ პირობების შესრულების ნაწილში, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ჯანდაცვას და კვებას - ამასთან დაკავშირებით დღეს ძალიან კონკრეტული გეგმები დაიდო“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კომპანიის დროებითი მმართველი მთავრობის დანიშნულია და მას ძალიან მკაცრად მოსთხოვენ მიღწეული შეთანხმების შესრულებას.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, კომპანიას ჯანდაცვის ნაწილში მითითება მიეცა, რომ უზრუნველყოს პირველადი ჯანდაცვა, გახსნას სამედიცინო პუნქტები. ასევე მიეცა კომპანიას მითითება კვების ნაწილშიც. რაც შეეხება გადაიარაღების თემას, ნათია თურნავას განცხადებით, კონკრეტული გეგმა გაიწერება ვადებში, რომლის შესრულებაც მთავრობის მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება. ასევე მაღაროელების მოთხოვნით გატარდა გარკვეული საკადრო ცვლილებები.

„გაფიცულთა მოთხოვნები სამართლიანი შრომის ელემენტარული პირობების დაცვის ნაწილში, კომპანიამ თავის მხრივ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი იმ მხრივ - სპეციალური, სოციალური საკითხებით დაკავებული მენეჯერი გამოიყოფა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება ჭიათურლების საჭიროებებს. აბსოლუტურად სამართლიანი იყო მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების დაცვის, ასევე ეკოლოგიურ ნაწილშიც, და გვიხარია, რომ შედგა შეთანხმება და კომპანია ქალაქსაც დაეხმარება ელემენტარული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და გაფიცულ მაღაროელებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები იყვნენ ჩართულნი. ხვალიდან მაღაროში სამუშაო პროცესი განახლდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა