კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა 1,5 პროცენტით გაიზარდა
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა 1,5 პროცენტით გაიზარდა
19:14 27.05.2019
მიმდინარე წლის პირველი მაისის მდგომარეობით, აპრილში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 590.2 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით) და 2019 წლის პირველი მაისისათვის 40.0 მლრდ ლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1 პროცენტია.

2019 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ბეჭდვა