logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: კვლევებით დადასტურებულია, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ეკონომიკურად ორივე ქვეყნისთვის მიმზიდველი და მომგებიანია
გენადი არველაძე: კვლევებით დადასტურებულია, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ეკონომიკურად ორივე ქვეყნისთვის მიმზიდველი და მომგებიანია
23:03 24.05.2019
„მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ს კონგრესმა დააფიქსირა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი - ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ აშშ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მხარს უჭერს საქართველოს როგორც ეკონომიკის, ასევე პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებში. განცხადება, რომელიც მათი მხრიდან გაკეთდა, იყო თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მხარდაჭერის გამოხატვა, რადგან საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, ნამდვილად გადადგა ის ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ დაგვეახლოვებინა ორივე მხარის მიმართულება ვაჭრობის სხვადასხვა საკითხებში,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტის (“Georgia Support Act”) დამტკიცების შესახებ გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობას და მოუწოდებს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, პროგრესი აჩვენოს ამ კუთხით. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად კანონპროექტი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის კუთხით.

„ჩვენ გვქონდა და გვაქვს აქტიური კონსულტაციები აშშ-სთან როგორც ექსპერტულ, ასევე პოლიტიკურ დონეზე, სხვადასხვა სავაჭრო საკითხებზე, თუ რას აკეთებს საქართველო ვაჭრობის საკანონმდებლო კუთხით, როგორ ვავითარებთ, რა ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის მიმართულებით,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული მხარის ინიციატივით ჩატარდა მიზანშეწონილობის კვლევა იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს თავისუფალმა სავაჭრო შეთანხმებამ. აღნიშნული კვლევა უკვე გაზიარებულია აშშ-ის მხარისთვის.

„აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ ხელშეკრულება ორივე ქვეყნისთვის არის ეკონომიკურად მიმზიდველი და მომგებიანი. კონკრეტულ ციფრებზე რომ ვისაუბროთ, მას შემდეგ, რაც გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, საქართველოდან ექსპორტი ყოველწლიურად მომავალი 5 წლის განმავლობაში 19%-ით გაიზრდება,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

როგორც არველაძემ აღნიშნა, დამატებით ნავარაუდევია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიტანს 180 მილიონზე მეტ ინვესტიციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქნება ზრდა ტურიზმის მიმართულებით.

„ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია როგორც აშშ-ს ხელმძღვანელობასთან, ასევე სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რომ საქართველო როგორც ადამიანური რესურსით, ასევე სავაჭრო პოლიტიკით სრულ მზადყოფნაშია ჩაერთოს ყოვლისმომცველ მოლაპარაკებაში აშშ-სთან.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (“Georgia Support Act”) დაამტკიცა, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურად და ეკონომიკური უმნიშვნელოვანესი საკითხებისადმი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა