logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენა
აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენა
22:28 24.05.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ქალაქ ლაიფციგში 22-24 მაისს გაიმართა.

სამიტს 60-მდე წევრი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სატრანსპორტო კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამიტის წლევანდელი თემა სატრანსპორტო კავშირების განვითარებას შეეხებოდა.

მინისტრთა დახურულ სესიაზე, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკითხებს მიეძღვნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ხაზი გაუსვა ქართველი გადამზიდველებისთვის “ECMT-ს მრავალმხრივი კვოტის სისტემის“ მნიშვნელობას ევროპის სატრანსპორტო ქსელში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის. მისი თქმით, საქართველომ შეძლო ერთ-ერთ პირველს დაეკმაყოფილებინა „ხარისხის ქარტიის“ მოთხოვნები და ახლა მოელის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს არსებული შეზღუდვების გაუქმებისა და კვოტების გაზრდის კუთხით.

აკაკი საღირაშვილი ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან და აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან სატრანსპორტო კავშირების განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. მან ქართული მხარის მხრიდან სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და სამიტის მონაწილეები ოქტომბერში დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია.

ამასთან, სამიტის ფარგლებში აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსების თემაზე გამართულ მინისტრთა მრგვალი მაგიდის სხდომაში. სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით საქართველოს გამოცდილებაზე და საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.

სამიტის ფარგლებში აკაკი საღირაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ტრანსპორტის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანთან კიტაკ ლიმთან და ასევე მსოფლიო ბანკის ევროპის ტრანსპორტის მიმართულების მენეჯერთან კარლა გონზალეზ კარვაჯალთან, რომელთანაც საუბარი ძირითადად შეეხო სატრანსპორტო დერეფნების გაციფროვნების საკითხში მსოფლიო ბანკის შესაძლო მხარდაჭერას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის