logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
18:34 23.05.2019
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მიმდინარე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოსა და IMO-ს თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში; ქვეყნის პრიორიტეტები და თანამშრომლობის პოტენციური სფეროები IMO-ს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე; ასევე მიმდინარე და ახლო მომავალში დაგეგმილი IMO-ს ინსტრუმენტების იმპლემენტაციის საკითხები და საზღვაო ორგანიზაციის პროექტებში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF) ჩართვა.

აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად დგამს ნაბიჯებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ძირითადი სამართლებრივი ინსტრუმენტების რატიფიკაციისა და იმპლემენტაციის კუთხით.

მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის საზღვაო სექტორის რეფორმირების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს ზუსტად აქვს წარმოდგენილი ის სამიზნე მაჩვენებლები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს ქვეყნის საზღვაო დარგში და თანამიმდევრულად ახორციელებს მიზნობრივ და ძალიან ეფექტურ რეფორმებს. აღინიშნა ისიც, რომ საქართველო გამორჩეული მარეგულირებელი ბაზა აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის, რაც კიდევ ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებისა და დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საუბარი შეეხო ასევე საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და განახლებას.

კიტაკ ლიმის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციების დანერგვა, რაშიც აღნიშნული ორგანიზაცია მზად არის საქართველოს დახმარება ყველა მიმართულებით აღმოუჩინოს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს 2002 წლის ათენის კონვენციის დეპონირების სიგელი გადასცა. აღინიშნა, რომ კონვეციის 2002 წლის რედაქცია უფრო ეფექტურად იცავს მგზავრთა უფლებებს და შემოაქვს მნიშვნელოვანი ასპექტი საზღვაო გადამყვანის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის თაობაზე.

„ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და საქართველოს მისცემს საშუალებას უზრუნველყოს უსაფრთხო და მგზავრებზე ორიენტირებულ გარემო თავის საზღვაო სივრცეებში და საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე“ - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

საქართველო წარმოადგენდა ათენის კონვენციის 1974 და 1976 წლების რედაქციის წევრ სახელმწიფოს, რომელიც საზღვაო გადაყვანისას მგზავრთა უფლებების დაცვის მოძველებულ სამართლებრივ რეჟიმებს ითვალისწინებდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი 21-23 მაისს საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის სამიტის - Leipzig Summit: Transport Connectivity for Regional Integration მუშაობაში მონაწილეობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის