logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით, კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დრო კი 25%-ით არის გაზრდილი
მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით, კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დრო კი 25%-ით არის გაზრდილი
15:36 20.05.2019
მაუწყებლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა. ასევე, გაზრდილია კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დროც, კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სარეკლამო დრო 25%-ით არის გაზრდილი. სარეკლამო შემოსავლების ზრდა ფიქსირდება ყველა ეროვნულ მაუწყებელში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელსაც 52%-იანი კლება აქვს. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ კლება საზოგადოებრივ მაუწყებელს მას შემდეგ დაუფიქსირდა, რაც „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა ძალაში და არხს ევროპული პრაქტიკის მსგავსად კომერციული რეკლამის ლიმიტი გაეზარდა.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პალიტრა ტვ-ს - 216% დაუფიქსირდა. ტელეკომპანია პირველს კი - 38%. 35%-ით გაიზარდა GDS-ის სარეკლამო შემოსავალი. 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 27%-იანი ზრდა აქვს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, სტუდია მაესტროს - 13%, ხოლო ტელეიმედის შემოსავალი 4%-ით გაიზარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2019 წლის პირველ კვარტალში 52%-ით დაიკლო. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება სწორედ მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც არხს კომერციული რეკლამის ლიმიტი გაეზარდა, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების მტკიცებით, აღნიშნული ცვლილების შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელს შემოსავლები გაეზრდებოდა, ეს თანხა კი რეგიონულ მედიას დააკლდებოდა.

აღნიშნული მაჩვენებელი იმ არხებს ეხებათ, რომლებსაც 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სხვა კომპანიებთან შედარებით, ყველაზე მეტი შემოსავალი დაუფიქსირდათ: იმედი, რუსთავი 2, GDS, სილქნეტი, ტელეკომპანია პირველი, 1-ლი გასართობი.

მაუწყებლების შემოსავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის ანალიტიკურ პორტალზე - www.analytics.gncc.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის