logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბაქოში, გამოფენაზე „Caspian Agro 2019“ ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს
ბაქოში, გამოფენაზე „Caspian Agro 2019“ ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს
13:17 20.05.2019
ბაქოში, აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის „CASPIAN AGRO 2019“ ფარგლებში, ქართულ სტენდზე 11 კომპანიის - „მადლიანი 2017“, „ნუტრიმაქსი“, „ასადელი“, „ნუგბარი“, „მეღვინეობა შათირი“, „პროაგრო“, „აპროფი ჯგუფი“, „ოქროთაფლი“, „თაფლი“, „ჩირიფრუტი“, „FRIXX“ - პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

ქართული სტენდი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან ერთად დაათვალიერა. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ქართველი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი პროდუქტები გააცნო და საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც გამოფენაში იღებენ მონაწილეობას. გამოფენის ფარგლებში ბევრი საქმიანი შეხვედრა შედგა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივა გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსადმი ინტერესი, როგორც ტურისტული, ასევე სოფლის მეურნეობის და ერთობლივი წარმოების შექმნის მიმართულებით, ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენაში „CASPIAN AGRO’’ ქართველმა მეწარმეებმა მეექვსედ მიიღეს მონაწილეობა. საგამოფენო სივრცეში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ინდონეზიის და ნიდერლანდების 450-მდე კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა