logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ უნდა გავხდეთ ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი
მამუკა ბახტაძე: ჩვენ უნდა გავხდეთ ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი
14:33 16.05.2019
გვაქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია. ჩვენ უნდა გავხდეთ ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს ნურსულთან ნაზარბაევს, ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობებსა და პარტნიორობაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისათვის, რითაც ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ ყოველდღიურად ძლიერდება.

"ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. ჩვენ დიდი პოლიტიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობები გვაკავშირებს, თუმცა ეკონომიკური მიმართულებით მაინც ვხედავთ ასათვისებელ და შესაბამისად გასაზრდელი თანამშრომლობის დიდ პოტენციალს" - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნურ-სულთანში ხელმოწერილ მნიშვნელოვან შეთანხმებებს გაუსვა ხაზი, მათ შორის საგზაო რუკის შესახებ შეთანხმებას, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდას ისახავს მიზნად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მიაპყრო იმ დიდ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოსა და ყაზახეთს აქვს ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში, ასევე სხვა მიმართულებებითაც. მამუკა ბახტაძის თქმით, ამ სფეროებში ერთობლივი პარტნიორობის შექმნა კიდევ მრავალი წარმატების საფუძველი გახდება.

"საქართველოსა და ყაზახეთს დიდი ენერგეტიკული მიზიდულობა აკავშირებს. საქართველო სტრატეგიულად მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის, რაც ბუნებრივ ხიდად გვაქცევს ამ ორ კონტინენტს შორის, ხოლო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის - დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობისთვის. საქართველოს შეუძლია ყაზახეთს შესთავაზოს ეს უპირატესობა, რაც გააძლიერებს ლოგისტიკური მიმართულებით თქვენი პოტენციალის სრულ რეალიზაციას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რამდენიმე ძალიან მაღალი პროფილის რეგიონული პროექტი გვაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც "ერთი გზა, ერთი სარტყელის" ინიციატივას შეუერთდა და უძველესი აბრეშუმის გზის აღორძინების იდეის განუყოფელი ნაწილია. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ვახსენოთ ე.წ. შუა კორიდორის პროექტი, რომელიც შემუშავდა ყაზახეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს მიერ. ეს პროექტი დიდ შესაძლებლობებს შექმნის გლობალურ ეკონომიკაშიც" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააჩნია როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.

"რამდენიმე სხვა შეთანხმება ფორმდება სწორედ ამ დროს, როცა თქვენ წინაშე ვსაუბრობ და ამ ტემპის შენარჩუნება გვაქვს განზრახული. სხვაგვარად ვერც მოხერხდებოდა ასე სწრაფად ცვალებად სამყაროში. ამ მიზნისკენ სავალ გზაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ქვეყნის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ისეთ ტრადიციულ ინფრასტრუქტურასაც ვავითარებთ, როგორიცაა საგზაო ქსელი და გზატკეცილები. თუმცა, ახალ წარმადობას ვძენთ ჩვენს რკინიგზას და შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე თვისობრივად ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ" - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელთა განხორციელებამაც აღმავლობის გზაზე საქართველო დინამიურ ეკონომიკად აქცია.

"საქართველო მე-6 ადგილზეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, მე-16 ადგილზეა „ჰერითიჯ ფონდის" ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით მე-3 ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის რეიტინგში. ამასთანავე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში ყველაზე მაღალია რეგიონში. ამ პოლიტიკით მივაღწიეთ აქამდე არსებულთან ყველაზე მაღალ საექსპორტო მაჩვენებლებს და მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13.2 პროცენტიდან 6.8 პროცენტამდე შეგვემცირებინა" -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აქვე ხაზი გაუსვა ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და ასევე, დასახულ გეგმებს. მამუკა ბახტაძემ ყურადღება მიაპყრო რევოლუციური ტექნოლოგიების ხანაში გამოგონებებში კაპიტალდაბანდებისა და მათი ხელშეწყობის აუცილებლობას.

"ჩემი პირადი მიზანია, საქართველოში ინოვაციებით გაჯერებული ეკოსისტემის შექმნა. პრინციპში, პირველი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელმაც „ბლოკჩეინის" ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორში. თუმცა, ყველანი დამეთანხმებით, რომ ინოვაციები და ჩვენი ქვეყნების მომავალი ვერ შედგება ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობის აღიარების გარეშე" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სიტყვის დასასრულს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში განათლების მნიშვნელობასა და ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას.

"გლობალიზაციის ეპოქაში მთავარია მასშტაბური ჰორიზონტისა და უმაღლესი დონის ცოდნის მქონე ახალგაზრდა თაობა, რომელიც პირუთვნელ მომავალს შექმნის. სწორედ ამ მიზნით, ყოვლისმომცველი რეფორმა დავიწყეთ საგანმანათლებლო სექტორში, რასაც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ყველაზე გაბედულ ნაბიჯად მივიჩნევთ. განათლების სისტემის ეს ახალი რეფორმა - ვიტყოდი - რევოლუციურია, ჩვენი ხალხისთვის კარდინალური ცვლილებების მომტანი და მომავალი თაობებისთვის ნამდვილად ეროვნული იდეაა!

ამ რეფორმის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივით გამოვედით, რომლის თანახმად მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად 6% ყოველწლიურად მიმართული იქნება განათლების სფეროში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედია და ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ სწორედ ამ საკანონმდებლო დათქმის საფუძველზე ყველა შემდგომი მთავრობა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში იქნება ვალდებული კაპიტალდაბანდება მოახდინოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინვესტიცია მოხდება იმ ხალხში, ვისაც ჩვენი ქვეყანა იმ სიმაღლეებისკენ მიჰყავს, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს განსაზღვრული. უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში, მხოლოდ ის ადამიანების შესძლებენ მეტად საჭირო დამატებითი ღირებულების შექმნას ჩვენს ეკონომიკაში, ვისაც ნათელი გონება, უახლესი ინფორმაცია და არასტანდარტული აზროვნების უნარი გააჩნია.

ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, ხანდახან უნდა გავცდეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს და განზრახულზე გაცილებით მეტი გავაკეთოთ, რათა ხანგრძლივი და ეპოქალური გავლენა მოვახდინოთ ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებზე. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ასე მუხლჩაუხრელად არსებული გამოწვევების დასაძლევად, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და, რაც მთავარია, მომავალი თაობებისთვის" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ნურ-სულთანში მიმდინარე "ასტანის ეკონომიკური ფორუმი - 2019", რომლის მთავარი თემა " "შთამაგონებელი ზრდა: ადამიანები, ქალაქები, ეკონომიკებია", სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები, გლობალური მოაზროვნეები, ცნობილი ექსპერტები და დარგის გამოკვეთილი ლიდერები მონაწილეობენ. ისინი ორი დღის განმავლობაში გლობალური ეკონომიკის გამოწვევებს, ტენდენციებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის