logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ოთარ დანელია: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის შეხვედრები, სადაც საუბარია შავი ზღვის რეგიონის და საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების საკითხებზე
ოთარ დანელია: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის შეხვედრები, სადაც საუბარია შავი ზღვის რეგიონის და საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების საკითხებზე
12:14 16.05.2019
ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საკომიტეტო სხდომები დასრულდა. საერთაშორისო ღონისძიების ბოლო შეხვედრაზე - ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დელეგატებმა თემაზე - „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“ მოხსენების პროექტი მოისმინეს და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტია და შესაბამისად, ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკის განხორციელებაში, აჭარაც აქტიურად მონაწილეობს.

„აჭარაში ეკონომიკური და საინვესტიციო პროცესები აქტიურად მიმდინარებს. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც სწორედ „მწვანე ეკონომიკის” გაძლიერებას ითვალისწინებს. ამ მხრივ აღსანიშნავია, ნარჩენების მართვის პროექტი - პირველად აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის სისტემა დაინერგება და ტურისტულ ქალაქში არსებული არასტანდარტული, თვითნებური ნაგავსაყრელის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. მნიშვნელოვანი ინსვესტიციები იდება მთის განვითარების კუთხით, რადგან „მწვანე ეკონომიკის“ გაძლიერების მთავარ საფუძველს მაღალმთიანი აჭარის განვითარება წარმოადგენს. ამ კუთხით, 19 მასშტაბური საინვესტიციო პროექტი უკვე მიმდინარეობს, სადაც 133 მლნ. ლარია ინვესტირებული“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, მთის განვითარების მიმართულებით, სპორტული და ეკო ტურიზმის, ასევე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც გარემოს დაცვას და ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს. მინისტრი ქობულეთში, ცოტა ხნის წინ, ნახევარმილიარდიანი საინვესტიციო პროექტის დაწყების მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით, 70% რეკრიაციული ზონის მოწყობა იგეგმება.

„ბოლო მონაცემებით, აჭარას 2 მილიარდზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. ტურიზმი რეგიონის წამყვანი დარგია და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია აჭარა იქცეს 4 სეზონზე გათვლილ ტურისტულ ლოკაციად და რეგიონს ამისი უდიდესი პოტენციალი ნამდვილად გააჩნია“, - აღნიშნა მინისტრმა.

კომიტეტის სხდომის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო აქტივობები დაგეგმეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

ბათუმში გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოთარ დანელიამშეაჯამა.

„ბათუმში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტების სხდომები გაიმართა. ჩვენთვის ასეთი ფორმატის შეხვედრებს, სადაც საუბარია შავი ზღვის რეგიონზე, საპარლამენტო დიპლომატიაზე და იმ პოტენციალზე, რომელიც მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, დიდი მნიშვნელობა აქვს. საკომიტეტო სხდომების ფარგლებში სახალხო დამცველის ინსტიტუტზე, მისი აპარატის საქმიანობაზე მოხსენებები მოვისმინეთ და ასევე ვიმსჯელეთ ქვეყნის განვითარებაში მწვანე ეკონომიკის როლზე. კომიტეტების სხდომებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გენერალურ ასამბლეას შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინება“, - განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა, ოთარ დანელიამ.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომებს რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე დეპუტატი დაესწრო. საქართველოს პარლამენტიდან აღნიშნულ ღონისძიებას ოთარ დანელია, ზაზა გაბუნია და რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის