logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერიის თანამშრომლები ტრენინგს - „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) სივრცითი დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორში” გადიან
თბილისის მერიის თანამშრომლები ტრენინგს - „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) სივრცითი დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორში” გადიან
12:12 16.05.2019
თბილისის მერიის თანამშრომლები ტრენინგში - „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) სივრცითი დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორში” ჩაერთვნენ. ტრენინგის გახსნას დედაქალაქის მერის მოადგილე, მაია ბითაძე დაესწრო.

მაია ბითაძის განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების თანამედროვე მოდელის გაცნობა ყველა ჩართული მხარისთვის მნიშვნელოვანია.

"ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგები ტარდება, როგორც მერიის, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის, სივრცით დაგეგმარებაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების თანამედროვე მოდელის გაცნობის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლების ცოდნა ამაღლდეს ასოცირების ხელშეკრულების სრულყოფილად შესრულების თვალსაზრისით" - აღნიშნა მერის მოადგილემ.

ტრენინგი ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით გაიმართა.

ტრენინგ-კურსის მიზანია, საქართველოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესაძლებლობების გაფართოება, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.

სივრცითი დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან სექტორს, სადაც მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტები ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. გამომდინარე იქიდან, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა წარმოადგენს ახალ ინსტრუმენტს და ამ მიმართულებით მწირია გამოცდილება, აღნიშნული ღონისძიება უაღრესად მნიშვნელოვანია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის.

ორდღიან ტრენინგს ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის საერთაშორისო და ეროვნული კონსულტანტები ჩაატარებენ. მას როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები გაივლიან.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი სისტემის ძირითად პრინციპებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურებზე. ამ მიმართულებით ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა