logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართული ღვინის კომპანიები საფანგეთში ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ
ქართული ღვინის კომპანიები საფანგეთში ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ
11:20 16.05.2019
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში VinExpo Bordeaux-2019, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ.

საქართველო, ერთიანი სტენდით უკვე მესამედ მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ელენე კიკნაძის შეფასებით, აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ სავაჭრო პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ქართული ღვინო წელსაც ჯიშების მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი ბორდოში, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას მთელს მსოფლიოში. ეს კი საბოლოოდ აისახება ექსპორტის მოცულობაზე და შენარჩუნებულო იქნება ბოლო წლების მზარდი დინამიკა“ - აღნიშნა მან.

მიმდინარე წელს VineExpo Bordeaux-ზე, „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით, პირველად არიან წარმოდგენილები ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები. სულ გამოფენაში მონაწილეობს ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია და 4 საოჯახო მარანი.

ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინო ათასობით ადამიანმა დააგემოვნა, მათ შორის იყვნენ ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათში განსაკუთრებულ ინტერესს ქვევრის ღვინო, მისი წარმოების ტრადიცია და კულტურა იწვევდა.

ქართულ სტენდს ცნობილი ბრიტანელი ღვინის მწერალი რობერტ ჯოზეფიც ესტუმრა, რომლის შეფასებითაც, VineExpo Bordeaux არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ღვინის წარდგენის ადგილი.

„აქ ადამიანები ჩამოდიან ჩინეთიდან, ამერიკიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სასიამოვნოა ქართული სტენდის და ძალიან კარგი ქართული ღვინოების აქ ნახვა, იმის ხილვა, რომ ხალხი ეცნობა ქვევრის და არამხოლოდ ქვევრის, არამედ ისეთ ქართულ ღვინოს, როგორებიცაა ციცქა, ქისი, მწვანე, რქაწითელი და საფერავი. ვფიქრობ საქართველოსთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან კარგია, ეს წორედ ის ადგილია, სადაც ქართული ღვინო უნდა იყოს წარმოდგენილი“ - აღნიშნა მან.

VinExpo Bordeaux ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მონაწილე ქვეყნების, წარმოდგენილი ღვინოებისა და ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. ბორდოს გამოფენაზე თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ბაიერები და იმპორტიორები. გამოფენა VinExpo Bordeaux 1981 წელს ბორდოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაარსდა და ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია მეღვინეებმა მსოფლიოს 35 ქვეყნიდან წარმოადგინეს, ხოლო ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს 150 ქვეყნიდან ელიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა