ტექნოპარკში ინოვაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
ტექნოპარკში ინოვაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
23:04 15.05.2019
ტექნოპარკში ინოვაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც მსოფლიო ბანკი და ევროკავშირი ახორციელებს.

პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ 2.7 მილიონი ევროს ოდენობით გამოყოფილი თანხით და ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

ღონისძიებას მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი გახსნის.


ბეჭდვა