logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საქართველო და ყაზახეთი საერთაშორისო კომპანიებს ახალ ერთობლივ ლოგისტიკურ პროექტებს შესთავაზებენ
საქართველო და ყაზახეთი საერთაშორისო კომპანიებს ახალ ერთობლივ ლოგისტიკურ პროექტებს შესთავაზებენ
17:59 15.05.2019
ყაზახეთი საქართველოსთან ერთად წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო ღერძს; მნიშვნელოვანია, ახალი ერთობლივი ლოგისტიკური პროექტები შევთავაზოთ საერთაშორისო კომპანიებს და დღეს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყაზახეთი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.

"ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონული დატვირთვის პროექტებს. ყაზახეთი ამავდროულად ჩვენს ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია. გასულ წელს ჩვენი ვაჭრობა დაახლოებით 35%-ით, ყაზახეთში ჩვენი ექსპორტიც მნიშვნელოვნად იზრდება, რაც მისასალმებელია, თუმცა ვფიქრობთ, პოტენციალი უფრო მეტია. აქედან გამომდინარე, დღეს ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც არის გზამკვლევი, შემდეგი 2 წლის განმავლობაში როგორ გავაორმაგოთ ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია, რომ ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენებისა და ტურისტების რაოდენობა იზრდება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროში მეტ თანამშრომლობას.

"ყაზახეთი დაინტერესებულია, საქართველოში აწარმოოს ხორბლის მეტი ექსპორტი. ამით ჩვენც დაინტერესებული ვართ. გარდა ამისა, საქართველოს პორტების გამოყენება ყაზახეთს მისცემს საშუალებას, გაზარდოს ექსპორტი ხმელთაშუა ზღვის აუზში. ეს არის საკმაოდ რთული პროექტი, რომელსაც კარგი დამუშავება დასჭირდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ეს ყველაფერი გამოგვივა. ამავე დროს, გამოიკვეთა ის მიმართულებები, სადაც შეგვიძლია, საერთაშორისო ბაზარს სრულიად ახალი პროდუქტი შევთავაზოთ, როგორიცაა მაგალითად ქიმიური მრეწველობა და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც გვექნება კონკრეტული წარმატებები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი მთლიანობაში ძალიან ნაყოფიერად შეაფასა და გამოთქვა რწმენა, რომ ის ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყნას შორის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მთავრობის მეთაური ხვალ მონაწილეობას მიიღებს "ასტანას ეკონომიკურ ფორუმში", რომელზეც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის