logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ყაზახურ მხარესთან მიმდინარეობს საუბარი ორმხრივად საინტერესო პროექტების შესახებ, რაც საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნას გულისხმობს
ნათია თურნავა: ყაზახურ მხარესთან მიმდინარეობს საუბარი ორმხრივად საინტერესო პროექტების შესახებ, რაც საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნას გულისხმობს
13:54 15.05.2019
"ყაზახეთი ჩვენი ტრადიციული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ნებას, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს. ამ ეტაპზე, ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, ვისაუბროთ არამარტო ორმხრივ ვაჭრობაზე და სატრანსპორტო მიმოსვლის გაფართოებაზე, არამედ ერთობლივ ინვესტიციებზეც“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ყველა ინვესტორსა და მათ შორის ყაზახეთის წარმომადგენლებს საუკეთესო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.

მისივე თქმით, ყაზახურ მხარესთან მიმდინარეობს საუბარი ორმხრივად საინტერესო პროექტების შესახებ, რაც საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნას გულისხმობს, მათ შორის ლოგისტიკის, ვაჭრობის და გადამუშავების სფეროში.

„გადამუშავების სფეროს რაც შეეხება - ყაზახეთს ამოცანა აქვს, თავისი სანავთობო და ნავთობგადამამუშვებელი ინდუსტრიის დივერსიფიკაცია მოახდინოს და გადამუშავების შემდგომი ეტაპები და მასთან დაკავშირებული წარმოებები, მაგალითად - ნავთობქიმია და გაზოქიმია ერთობლივად განავითაროს , მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ქართულ-ყაზახურმა მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის კუთხით არსებულ პერსპექტივებზე. ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის როლი და შესაბამისად, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში უკვე გაფორმდა ორი მნიშვნელოვანი ორმხრივი დოკუმენტი - სატრანსპორტო მიმოსვლის ნორმალიზაციისა და ხელშეწყობის, ასევე ტვირთბრუნვის გაფართოებისა და დამატებით საექსპორტო-საიმპორტო საქონლის გამოვლენის მიმართულებით.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ დამატებითი ტვირთების მოზიდვა ჩვენს საერთო დერეფანში, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა - სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ამ თემაზე იყო ძალიან პროდუქტიული საუბარი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა