logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
გენადი არველაძე: ანტიდემპინგური კანონმდებლობა ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან დაიცავს
გენადი არველაძე: ანტიდემპინგური კანონმდებლობა ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან დაიცავს
17:11 11.05.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტის განხილვა გაიმართა, რომელსაც სამთავრობო უწყებების, პარლამენტის, ბიზნესის, ექსპერტული წრეებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გააცნო.

მისი თქმით, კანონპროექტი მომზადებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების დაცვით, მისი მიღება დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის მიყენების საფრთხისაგან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

კანონპროექტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაევალება, რომელიც უფლებამოსილი იქნება როგორც ადმინისტრაციული ორგანოებისგან, ასევე დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია, გადაამოწმოს მისი ნამდვილობა მასში ეჭვის შეტანის შემთხვევაში და შესწავლის შედეგების საფუძველზე წარუდგინოს საქართველოს მთავრობას დასკვნა წინასწარი ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვისა ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ.

პროექტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძველი შეიძლება იყოს დემპინგური იმპორტი, ადგილობრივ ინდუსტრიაზე მიყენებული ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და მიყენებულ ზიანს შორის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში ჩართულია ბიზნეს სექტორი, რომელსაც შეეხება ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონი მისი ამოქმედების შემდეგ, საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის განხილვის პროცესში ასევე მონაწილეობს ექსპერტები ევროკავშირიდან, რომელთაც ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. კერძო სექტორთან განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ კანონპროექტს პარლამენტს წარვუდგენთ განსახილველად“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ამჟამად, კანონპროექტი საჯარო განხილვის ეტაპზეა. კერძოდ, პროექტის ტექსტი განთავსდა კომენტარებისთვის ვებგვერდზე dcfta.gov.ge. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს (TAG) ფარგლებში არსებული კერძო-საჯარო დიალოგის არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭოს წევრებს, ასევე მიეწოდა კანონპროექტი განსახილველად. აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო საბჭო სრულად დაკომპლექტებულია ბიზნეს ასოციაციების და სექტორული გაერთიანებების წარმომადგენლებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა