logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს
15:32 11.05.2019
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. მისიას მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის გათვალისწინებული ფისკალური ჩარჩო.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მისია პოზიტიურად შეფასდება. დელეგაცია დადებითად აფასებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. სწორედ ეკონომიკური რეფორმებია დასახელებული ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მომავალ წლებში“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. შედგა დისკუსია ბიუჯეტის შესრულებისა და საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის გარშემო. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები განათლების რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით. მისიის ფარგლებში, გვაქვს შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან და ეროვნულ ბანკთან. იმედი გვაქვს, რომ შემფასებელი მისია წარმატებით დაასრულებს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვას“, - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პროგრამას სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო მიმდინარე წლის ივნისში განიხილავს.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო, ასევე, მისი მომავალი შემცვლელი - სელიმ შეკირი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის უფლებამოსილებას ოფიციალურად ივნისში შეუდგება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის