logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა:ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამოწვევას, პირველ რიგში სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებებით ვუპასუხებთ
ნათია თურნავა:ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამოწვევას, პირველ რიგში სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებებით ვუპასუხებთ
20:45 09.05.2019
„დღეს ჩვენი ინიციატივით შევხვდით მეცნიერ-ეკონომისტებს, ეკონომიკურ ექსპერტებს, ისინი არიან ქართული ეკონომიკური აზრის წარმომადგენლები, მათ აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი და რესურსი, რომელსაც ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო გამოვიყენებთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის დარგის სპეციალისტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ტიპის შეხვედრები რეგულარული გახდება და სამინისტრო მაქსიმალურად გამოიყენებს ქართველი ეკონომისტების, ექსპერტების და მეცნიერების მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და ახალი გადაწყვეტილებების დაგეგმვისას.


შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე ესწრებოდნენ, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება იყო. მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდის ყველა არსებული რესურსის გააქტიურება სიღარიბის დაძლევისა და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, მისი სტრატეგიული ამოცანაა.

„ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამოწვევას ჩვენ, პირველ რიგში, ვუპასუხებთ სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებებით და ჩვენი სამინისტრო, ამ თვალსაზრისით, სანიმუშო გახდება. არცერთი გაჩერებული პროექტი ჩვენთან არ იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად არსებობს დიდი რეზერვი, რომელსაც სამინისტრო გამოიყენებს - ეს არის მუშაობის მაღალი ტემპები, მეტი გამჭვირვალობა და სერვისების სრული გაციფრულება - დაწყებული ქონების მართვა/პრივატიზაციიდან, დამთავრებული წიაღის ლიცენზიების გაცემით.


ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის უზრუნველყოფის პროცესზე და აღნიშნა, რომ ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს, მათ შორის ქართველი მეწარმეების ხელშეწყობასა და მთელი საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით დაფარვაზე.


„ვფიქრობთ, აქცენტი გავაკეთოთ ქართველი მეწარმეობის, ბიზნესისინტერესების უფრო მეტ და უფრო განახლებული ფორმით დაცვაზე - დავიცავთ მას როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე, რადგან გარე ბაზრებზე ჩვენი ბიზნესი უკვე ძალიან მოძლიერდა და იქაც სჭირდება გვერდში დგომა. მეორე მიმართულებაა სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს მაქსიმალურად, მთელ საქართველოს - ეს არის გაზი, ფიქსირებული ინტერნეტი და ხარისხიანი ელექტროენერგია ყველა ოჯახში. ჩვენ მაღალი ზრდა გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ უკვე ვიფიქროთ - მთელი საქართველო იყოს მოცული ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ეს საშუალებას მისცემს მცირე ბიზნესს, რომ განვითარდეს და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას“, -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის