logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ვაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა საქართველო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს გავუთანაბროთ
მამუკა ბახტაძე: ვაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა საქართველო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს გავუთანაბროთ
16:07 09.05.2019
პერსონალური მონაცემების მაღალი სტანდარტებით დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ის აძლიერებს მოქალაქეების უფლებებსა და ზრდის ნდობას მთავრობის მიმართ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის მონაცემთა დაცვის ადმინისტრაციების 29-ე კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს რეგიონულ ცენტრად გადაქცევისკენ.

"ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან და ინტერესდებიან საქართველოთი, რადგან საქართველო აგრძელებს რეგიონულ ცენტრად წარმოჩინებას მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის კონტექსტში. თუმცა, პირველად ვმასპინძლობთ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ნოემბერში საქართველო გადაიბარებს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას და წარუძღვება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის პირადი სივრცისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას იმის ფონზე, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები და ინფორმაციის გაციფრულება ჩვენს ყოველდღიურობაში ასეთი დოზით იგრძნობა. ვცხოვრობთ ზღვა ინფორმაციისა და მონაცემების სწრაფი მიმოცვლის, ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერიზებული ცოდნის პერიოდში. ჩვენი გამოწვევა კვლავ გულისხმობს ისეთი გზების პოვნას, რაც ინოვაციებისა და პირადი სივრცის თანაარსებობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ჩვენი კოორდინირებული ძალისხმევა მნიშვნელოვანია საერთაშორისო სისტემის შესაქმნელად, რაც დაეფუძნება საერთო პრინციპებსა და ეთიკას; პასუხისმგებლიანი მოპყრობისა და გამოყენების პირობებში მოგვცემს ინფორმაციით მონიჭებული ძალაუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, პირადი სივრცის ძირეული უფლებების დაცვა ციფრულ სამყაროში დიდ გამოწვევას უქმნის ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას.

"საქართველო დიდი ხანია მოწინავეა რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნების, ადამიანის უფლებების დაცვისა და რეფორმების კუთხით. ჩვენი ევროპული მოსწრაფება განაპირობებს ეროვნულ დღის წესრიგს. ამდენად, ვაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა საქართველო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს გავუთანაბროთ, მათ შორის პირადი სივრცისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში.
საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხების განხორციელების მიმართულებით, რაც გულისხმობს ეროვნული მექანიზმების გაძლიერებას და კონკრეტული სამიზნე ორიენტირების მიღწევას პირადი სივრცისა და პერსონალური მონაცემების ჰარმონიზაციის მიზნით. კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ 2011 წელს იქნა მიღებული საქართველოში, ხოლო 2013 წლიდან მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი ინსტიტუტი - პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი - ამოქმედდა, რომელიც პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობაზე. ევროკავშირი და საერთაშორისო დონორები მხარს უჭერენ საქართველოში მონაცემთა დაცვის ინსტიტუტებსა და მექანიზმებს. ეს ძალისხმევა ადამიანის უფლებების სფეროში მათი პროგრამების ნაწილია. ჩვენს მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროცესის ხელშეწყობით იკისრა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო პიონერ ქვეყნებს შორის იყო, როდესაც „ბლოკჩეინის" ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორში, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ ჩვენი ქვეყანა ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს ფეხდაფეხ მიჰყვება, თუმცა მთელ ამ პროცესში უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ პირადი სივრცის დაცულობას და ხელშეუხებლობას" - აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატის ძალისხმევით ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების მთელი სპექტრი განხორციელდა პერსონალური მონაცემების დაცვის გასაუმჯობესებლად.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა.

"საგზაო რუკა საქართველოს დაეხმარება ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მათ შორის პირადი სივრცისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ნაწილში. კარგად გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ პერსონალური მონაცემების მაღალი სტანდარტი, რადგან საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციისკენ. საკუთარ თავს დავპირდით, რომ გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის ნაწილში სამაგალითონი ვიქნებით რეგიონში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დანაპირები შევასრულოთ. თუმცა, ეს წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა ბევრი პარტნიორი სახელმწიფოს და ევროპულ ინსტიტუტებში ჩვენი მეგობრების დახმარების გარეშე. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მთელი ამ დროის განმავლობაში მიღებული რჩევებისა და დახმარებისთვის" - მიმართა პრემიერმა კონფერენციის მონაწილეებს.

საქართველო პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს პირველად მასპინძლობს.

საგაზაფხულო კონფერენციაზე პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებულ გლობალური გამოწვევებს, მონაცემთა დაცვის ახალ ევროპულ სტანდარტს და ბავშვთა პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობას განიხილავენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის