logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ორგანული პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ
მამუკა ბახტაძე: საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ორგანული პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ
14:47 05.05.2019
მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხარისხის ნიშნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხარისხის ნიშნის მნიშვნელობას პროდუქციისადმი ნდობის გაზრდაში და აღნიშნა, რომ მისი ფლობა გაყიდვების მაჩვენებელს გააუმჯობესებს და მწარმოებლებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც გაუმარტივებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, რაც სწორედ ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული პროდუქციის წარმოების გზით მიიღწევა. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, მთავრობა ე.წ ორგანული პროდუქციის მწარმოებლებს ეტაპობრივად გადასახადისგან სრულად გაათავისუფლებს.

„ჩვენ ნატურალური წარმოების დიდი ნაწილი უკვე გავათავისუფლეთ გადასახადისგან. გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა, რომ ყველა საწარმო, რომელიც შეძლებს, დააკმაყოფილოს ეს უმაღლესი სტანდარტი და აწარმოოს ბიოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ნაბიჯ-ნაბიჯ სრულად გავათავისუფლოთ გადასახადისგან. უფრო მეტიც, ჩვენი ამოცანაა, ასეთ წამოწყებებს მივცეთ მაქსიმალური ფინანსური სტიმული, რათა ყველა საწარმო გადაერთოს სწორედ ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოშვებაზე. მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება და ეს არის შანსი საქართველოსთვის, ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ გლობალურ ბაზარზე, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ" - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოში ახალი მცირე საწარმოების შექმნას წაახალისებს, რაც საბოლოოდ სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს.

„დღეს, ჩვენი მოსახლეობის ფაქტობრივად 40 პროცენტზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, თუმცა მთლიან შიდა პროდუქტში, ჯერჯერობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი მხოლოდ 9 პროცენტია. სწორედ ეს არის სიღარიბის წყარო. ვფიქრობთ, ორგანული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება არის სოფლის მეურნეობის განვითარების ერთადერთი სწორი გზა, ისეთი გზა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, უახლოეს მომავალში მიიღოს კონკრეტული შედეგი" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიუხედავად იმისა, რომ ხარისხის ნიშნის მიღება ნებაყოფლობითია, მთავრობის მეთაურმა მეწარმეებს ამ შანსის გამოყენებისკენ მოუწოდა. მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ეს გაზრდის საწარმოთა კონკურენტუნარიანობას და ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.

ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. პრემიერმა ჩაისა და თაფლის წარმოების მიმართულებით არსებულ კონკრეტულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.

„მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა მცირე საწარმოების რიცხვი, რომლებიც აწარმოებენ ნატურალურ თაფლს, ასევე იწყებენ ჩაის წარმოებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ისინი, ვინც ხარისხის ნიშნის მიღებით უპირველეს ყოვლისა მოგებული დარჩებიან, იქნებიან თაფლისა და ჩაის, ღვინის, ყველისა და სხვადასხვა რძის პროდუქტის მწარმოებლები. ჩვენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავიყვანოთ მთელი სოფლის მეურნეობის წარმოება ბიოლოგიურად სუფთა, ხარისხიან წარმოებაზე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური შანსია " - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გამართა. უწყების ახალი რეგულაციით - „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესით", განსაზღვრულია 11 კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი, მათ შორის - „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა", „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება", „ტრადიციული პროდუქტი", „ქართული ხარისხი", „ბალახით ნაკვები", „ხელით დამზადებული", „მთის პროდუქტი", „ტყეში ნასუქი", „პირდაპირი დაწურვის წვენი", „ბიოპროდუქტი", „ბიოწარმოებაზე გარდამავალი".

სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის