logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ხარისხის ნიშანი პროდუქტს მეტ დაცულობას ანიჭებს
ლევან დავითაშვილი: ხარისხის ნიშანი პროდუქტს მეტ დაცულობას ანიჭებს
13:43 05.05.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში, ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის პრეზენტაცია წარადგინეს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი რეგულაცია - „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ შემუშავდა. რეგულაცია კიდევ ერთი მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ქართული პროდუქციის ხარისხის გაზრდას, მის პოპულარიზაციასა და დაცვას ემსახურება.

„ტრადიციული კულტურის, ჩაის და თაფლის ფესტივალს სიმბოლურად დავამთხვიეთ ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული რეგულაციის პრეზენტაცია. ქართული ჩაი თავისი ხარისხითა და საგემოვნო თვისებებით გამორჩეული იყო და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ხარისხიანი ქართული ჩაი მსოფლიო ბაზარს შევთავაზოთ. ქართული თაფლი კი, ის პირველი ცხოველური პროდუქტია, რომლისთვისაც ევროკავშირის ბაზარი ღიაა და რომელიც საკუთარი ნიშას მალე დაიკავებს. რაც შეეხება ახალ რეგულაციას, ხარისხის ნიშანი პროდუქტს მეტ დაცულობას ანიჭებს. ასევე ხარისხის ნიშნის მინიჭება და მისი დაცვა უზრუნველყოფს დამატებითი ღირებულების შექმნას, აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას, ხელს უწყობს აგროტურიზმის განვითარებას, სოფლის გაძლიერებას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, სანდოობის და ექსპორტის ზრდას" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ ითვალისწინებს საქართველოში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების განვითარების, პროდუქტის ბრენდირების, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის, მათი დაცვის სამართლებრივ/ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფის და ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული სურსათის პოპულარიზაციის უზრუნველყოფის საკითხებს.

ხარისხის ნიშნის შემქმნელი მარკეტინგული საბჭოს მიერ, რომელსაც სამინისტროს ცენტრალური აპარატის და უწყებაში შემავალი სამსახურების წამყვანი სპეციალისტები და საქპატენტის ექსპერტები წარმოადგენდნენ, უკვე განსაზღვრულია თერთმეტი კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი (საჭიროების შემთხვევაში, ახალი ნიშნები შეიქმნება), ესენია: „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ „ტრადიციული პროდუქტი“ „ქართული ხარისხი“ „ბალახით ნაკვები“ „ხელით დამზადებული“ „მთის პროდუქტი“ „ტყეში ნასუქი“ „პირდაპირი დაწურვის წვენი“ „ბიოპროდუქტი“ „ბიოწარმოებაზე გარდამავალი“.

სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების შემდეგ საწარმო და თვით პროდუქცია ექვემდებარება მუდმივ კონტროლს მონიტორინგის გეგმის შესაბამისად და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა