logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ნათია თურნავა: სავალუტო ფონდის მისიის მიერ მარტში ეკონომიკის 6-პროცენტიანი ზრდა დადებითად შეფასდა
ნათია თურნავა: სავალუტო ფონდის მისიის მიერ მარტში ეკონომიკის 6-პროცენტიანი ზრდა დადებითად შეფასდა
20:37 01.05.2019
„სავალუტო ფონდთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მარტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან დამაიმედებელია. აქედან გამომდინარე, სავალუტო ფონდის მისიის წევრებისგან კარგი შეფასება მივიღეთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე. „სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებისას პირველად აღინიშნა, რომ არის პროგრესი ენერგეტიკის ბაზრის რეფორმის თვალსაზრისით. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში 1-ელი მაისიდან ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პირველი ეტაპი ამოქმედდა, რამაც მსხვილი სამრეწველო მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მისცა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ასევე ხაზი გაესვა ტენდენციას, რომლის თანახმადაც მცირე ჰიდროსადგურების ინვესტორები მთავრობისგან გარანტირებული შესყიდვის ტარიფის მოთხოვნას აღარ იყენებენ. „ისინი ენდობიან ბაზრის დერეგულირებას, ენერგეტიკის ახალ ბაზარს და საკუთარ საინვესტიციო პროექტებს საბაზრო მექანიზმებზე დაყრდნობით ავითარებენ. ენერგეტიკის რეფორმის ასეთი შედეგები სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ნათია თურნავას თქმით, შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო