შემოსავლების სამსახურის უფროსი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ რიგით მეორე ფორუმს დაესწრო
შემოსავლების სამსახურის უფროსი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ რიგით მეორე ფორუმს დაესწრო
17:59 30.04.2019

25-27 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ

მონაწილეობა მიიღო პეკინში გამართულ ,,სარტყელი და გზის ინიციატივის“, რიგით მეორე ფორუმში.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფორუმზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა სავაჭრო პოლიტიკა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური ასპექტები და სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური გამოწვევები. ფორუმის მონაწილეებმა ერთმანეთს, აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის რეალიზებულ ინოვაციებსა და ვაჭრობის წახალისების მექანიზმებზე მოსაზრებები გაუზიარეს.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა. აღნიშნული ღონისძიება ,,სარტყელი და გზის ინიციატივის“ თანამშრომლობის ფარგლებში, საკმაოდ მაღალი დონის პლატფორმაა და გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს.

ამასთან, ფორუმის მიზანია ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გარღმავება და საქმიან წრეებს შორის მომავალი თანამშრომლობის განვითარება.

აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ, ჩინეთის ქალაქ ვუჟენში, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა და „სარტყელი და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის მექანიზმის სადამფუძნებლო დოკუმენტს მოაწერა ხელი.

 

ბეჭდვა