logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავამ ჰოლივუდელი პროდუსერების ჯგუფთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ნათია თურნავამ ჰოლივუდელი პროდუსერების ჯგუფთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა
17:16 28.04.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კინოწარმოების წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ისეთი ცნობილი სტუდიების პროდუსერები, როგორიცაა HBO, UNIVERSAl PICTURES, INDEPENDENT და სხვ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

ამერიკული კინოწარმოების მაღალი რანგის წარმომადგენლების დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით, 25 აპრილს ეწვია და 1-ელი მაისის ჩათვლით კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს შეისწავლის. მათი ვიზიტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ამერიკული კინოსტუდიების მიერ ფილმების გადაღების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ ამერიკელ კინომწარმოებელთა ვიზიტს წინ უძღოდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელთა პრეზენტაციები ამერიკაში, ჰოლივუდში, რომლის დროსაც გამოიხატა ინტერესი საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის პოტენციური მდებარეობის მიმართ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ შესახებ, რომლითაც უკვე ისარგებლეს ევროპელმა, ინდოელმა და ჩინელმა პროდუსერებმა. აღინიშნა, რომ პროგრამიდან გამომდინარე, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. ამჟამად კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის ფარგლებში 15 უცხოური პროექტი უკვე განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

თავის მხრივ, ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი საქართველოს მიმართ, სადაც შესაძლებელია ამერიკული კინოფილმების გადაღება. მათი შეფასებით, საქართველო ერთ-ერთ გამორჩეული ლოკაციაა აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და მას სხვებისგან გამოარჩევს ეკლექტურობა და მრავალფეროვნება. სტუმრებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოთი მათი დაინტერესება ასევე გამოიწვია იმას, რომ ქვეყანა თავისუფალია კორუფციისგან და გამოირჩევა დაბალი გადასახადებით. მათ ასევე აღფრთოვანება გამოხატეს ქართული კულტურითა და სამზარეულოთი. შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ ამერიკული მხარე სერიოზულად განიხილავს საქართველოში გადაღებების დაწყებას.

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სტუმრები ქართველ კინომწარმოებლებსა და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, გაეცნობიან ქართული კინოს წარმოების შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას. ისინი 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, უფლისციხეს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს. ცნობილ ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „TRANSFORMERS”, „WE NEED TO TALK ABOUT KEVIN “, „ STAR WARS: The Force Awakens“, „SKY FALL“, “NEVER LET ME GO” და ა .შ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა