logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
17:15 23.04.2019
თბილისის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა მოაწერეს.

მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას ისახავს მიზნად. კერძოდ, კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ არსებულ ტურისტულ მარშრუტზე დამატებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილების, ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფების, სპეციალური საკემპინგე ადგილისა და გადასახედი პლატფორმის მოწყობას გულისხმობს.

„GIZ-თან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რამდენიმე თვეში, ახალ სიცოცხლეს შეიძენს ის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან აკავშირებს. ამ ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა საგანმანათლებლო ბილიკები და ასევე, ტყის ბუნებრივი აღდგენის ღონისძიებები გატარდება, რაც 20 ჰექტრამდე სატყეო ფართობს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამით, როგორც ტურისტებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა უნიკალური საშუალება, იმ საფეხმავლო ბილიკებიდან გადაშლილი პანორამით დატკბნენ, რომელიც კუს ტბასა და მთაწმინდას ერთმანეთთან აკავშირებს“ - აღნიშნა მაია ბითაძემ.

კარლ ტესტენსენის განცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება თბილისის ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, რომ დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ამ ულამაზესი ქალაქის გარშემო არსებული ბუნებრივი გარემო უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ყველასთვის კარგად ცნობილია თბილისის ტურისტული პოტენციალი და ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, ქალაქის გარშემო არსებული ტყე, მისი ბუნებრივი გარემო უფრო მეტად გაუმჯობესდება და მას უფრო მიმზიდველად ვაქცევთ, როგორც თბილისის მცხოვრებლებისთვის, ასევე მისი სტუმრებისთვის“ - აღნიშნა GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე, ტყის ბუნებრივი განახლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას ისახავს მიზნად, რაც მწვანე ნარგავების მართვის გეგმით რეკომენდებული ფართობების შემოღობვას, ნიადაგის დამუშავებას, ზეხმელი ხეების ჭრასა და ტერიტორიის გაწმენდას მოიცავს. ზემოაღნიშნული სამუშაოები 20-25 ჰექტარ ტერიტორიაზე ჩატარდება.

გარდა ამისა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ქართველი და უცხოელი ექსპერტები მერიის თანამშრომლებს ტყის აღდგენა-განახლებასა და მართვასთან დაკავშირებით, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის