logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გია აბაშიძე: არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო მცდელობა, პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ეთნიკურ-რელიგიურ ჭრილში გადაეტანათ
გია აბაშიძე: არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო მცდელობა, პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ეთნიკურ-რელიგიურ ჭრილში გადაეტანათ
17:06 23.04.2019
პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი კოლეგების მხრიდან იყო მცდელობა, პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ქართული მედიასაშუალებების მეშვეობით ეთნიკურ-რელიგიურ ჭრილში გადაეტანათ.

„სამწუხაროა, რომ ამ მოვლენების დაკავშირება უნდოდათ მაჩალიკაშვილის საქმესთან. იყო სხვა პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაციები, რომლებიც ერთი-ერთში ჩაჯდა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში და მათ პოლიტიკურ ნარატივში, რომ ქვეყანა არის ჩამოშლილი, არაფერი მუშაობს, აპოკალიპტური სურათია დახატული და ყველაფერი ბრალდება ხელისუფლებას, რაღაც კერძო ინტერესებს და არაფერი არ არის ნათქვამი ამ ჰესების დადებით მხარეებზე“ - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია აბაშიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არაჯეროვნად განხორციელდა, მაშინ, როდესაც პანკისის ხეობაში ერთ წელზე მეტია დესტრუქციული, ცრუ მოვლენების და სიტუაციის დახატვის მცდელობა დაიწყო.

„როდესაც საქმე გვაქვს ასეთი დესტრუქციული, პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელი „ნაციონალური მოძრაობის“ და ხაზგასმით ვამბობ, მათი სიტუაციური და თემატური მოკავშირეების დესტრუქციულ ნარატივებთან, რას ვხედავთ რეალურად - კვირა დღის საღამოდან დღემდე გრძელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობისთვის განმარტება - რა არის ეს ჰესი. ამას სპეციალისტებიც ლაპარაკობენ . უმჯობესი იქნებოდა ასეთი ხანძრების გაჩენამდე, რომელშიც მონაწილეობდა ოთხი მინისტრი ვიცე -პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით, მოხდეს მისი პრევენცია და ჯეროვანი ფართო საინფორმაციო კამპანია“ - აცხადებას გია აბაშიძე.

მისი თქმით, ბუნებრივია ყველას აქვს არჩევანის და გამოხატვის უფლება, თუმცა ყოველთვის იმ სურათის შექმნა, რომ მთავრობა ვერ მუშაობს, ხელისუფლება ჩამოშლილია, მიმდინარეობს ტოტალური ეროზია, არაფერი არ მუშაობს და ასეთ სიტუაციაში რაღაც რევოლუციური განწყობები, რევანშისტული განწყობების შექმნა, საკმაოდ მოქმედებს საზოგადოებაზე.

„ერთერთმა ანალიტიკოსმა ხარშილაძემ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო ისიც თქვა, რომ თურმე პანკისის ხეობაში არ შეიძლებოდა პოლიციის შესვლა, იმიტომ, რომ ხეობის მოსახლეობა შეიარაღებულია. ესეც კატეგორიულად მიუღებელია, მან შეურაცხყოფა მიაყენა მოსახლეობას. მათი უტიფრობა იქამდე მივიდა, რომ გაბედეს და 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევებს შეადარეს“ განაცხადა აბაშიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის