logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: წლების განმავლობაში სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში ედგა კომპანია „ომეგას“
ივანე მაჭავარიანი: წლების განმავლობაში სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში ედგა კომპანია „ომეგას“
16:48 23.04.2019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანია „ომეგასთან“ მიმართებაში დასმული კითხვები პოლიტიკური მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ცხადი იყო, რომ აღნიშნულ კომპანიასთან მიმართებაში საქმე ეხებოდა „აღიარებულ საგადასახადო“ დავალიანებას.

„იცით, რომ 11-ჯერ იყო გრაფიკი, რომელიც დაირღვა. შემდეგ იყო საუბარი რესტრუქტურიზაციის კომისიაზე, ვითომ ეს კომისია რამეს წყვეტდა. სინამდვილეში, უარესი იყო და მას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა თემასთან, ეს იყო არგადახდის საბაბი. ამის შემდგომ, პირადად მე რამდენიმე შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, კიდევ მივეცი კომპანიას საშუალება ემუშავა, როდესაც წინა წლის განმავლობაში თანხა უპირობოდ ჩაირიცხეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ვთქვი, რომ მოიტანეთ მისაღები შემოთავაზება. სხვათაშორის, „ომეგამ“, ერთადერთხელ, პირველად შემოიტანა საგადასახადო შეთანხმებაზე მოთხოვნა, რომელიც მანამდე არასდროს წარმოუდგენია. ეს იყო ჩემი შეხვედრის დროს და ვუთხარი, ეს სწორი გზაა-მეთქი, მივესალმე. ჩვენ თვითონ არასდროს ვთავაზობთ კომპანიებს საგადასახდო შეთანხმებას და არ ვუსახელებთ ციფრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვუთხარით უნდა გააუმჯობესოთ და უკეთესი მოიტანოთ-მეთქი, თორემ სწორი გზა გრაფიკი არ იყო, ამ შემთხვევაში და არც რესტრუქტურიზაციის კომისიის მოწვევა. ნორმალური, ჯანსაღი საგადასახადო შეთანხმების მოტანა შეეძლოთ მაშინ და შეუძლიათ დღესაც მოიტანონ, ამას საჯაროდ ვამბობ. უბრალოდ, უნდა იყოს ჭკუასთან, რეალობასთან ახლოს. რა არის ჭკუასთან ახლოს?! პრაქტიკა ამბობს, რომ როგორც წესი, საურავს, ჯარიმას ვპატიობთ ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ძირზე მოდიან. არის გამონაკლისი შემთხვევები, რომ ძირზე ქვემოთაც მოვდივართ. აი, დღეს ვამბობ პირველად - შინაგანად, ამისთვის მზად ვიყავით და დღესაც მზად ვარ, მაგრამ არცერთხელ, ოდნავ ჭკუასთან ახლოს ციფრით არავინ მოსულა.

სამი წელი არ გადავიხდი, ორი წელი არ გადავიხდი და მერე დავიწყებ რაღაცის გადახდას“ - ასე საგადასახადო შეთანხმებები არ დგება. თუ ვინმე ელოდა, რომ მე ვეტყოდი ციფრს ეს, აკრძალული მაქვს ჩემთვის და რა საკვირველია, ჩემი თანამშრომლებისთვისაც. ალბათ ბევრ დეპუტატს ჰქონია ამ საკითხთან შეხება, რასაც ჰქვია საგადასახადო შეთანხმება, რომლის პროცედურაც ასეთია - მოდიან, ჩვენ ზოგჯერ უარს ვეუბნებით, მიდიან, აუმჯობესებენ და მოდიან... კომისია შეისწავლის და ამბობს, რომ ეს მისაღებია. ამიტომ, თუ გინდათ გაიგონოთ, რომ გინდა თუ არა შემოსავლების სამსახურიდან წამოვიდეს ციფრი - არ მოდის. პრინციპს გეუბნებით, საურავი, როგორც წესი, კმაყოფილდება, ზოგ შემთხვევაში, ძირის ნაწილიც, მაგრამ როდესაც 50 მილიონია საურავიანად, აქედან ძირი 41 მლნ ლარია და გეუბნებიან, რომ 0-ს გადავიხდი, რას ელოდებით ჩემგან ვერ გავიგე“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის