logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მიზანია, მინიმუმ პროცენტ ნახევარი, ორი პროცენტით მეტად  გავიზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მიზანია, მინიმუმ პროცენტ ნახევარი, ორი პროცენტით მეტად გავიზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით
16:03 23.04.2019
"ჩვენი მიზანია, მინიმუმ პროცენტ ნახევარი ორი პროცენტით მეტად გავიზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას.

მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადახედა და შეამცირა ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა 2019 წლისთვის.

"საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს 4,6 პროცენტი. ეს არის რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა. ერთი მხრივ, მუდმივად მესმის, რომ ამ ტემპით ნელა მივდივართ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ და მჯერა, რომ თქვენ ეს იცით და მაინც, პოლიტიკური მოტივებით ერთი და იმავეს დაჟინებით იმეორებთ. ეკონომიკა ვერ განვითარდება იზოლირებულად და ცალკე. ჩვენ, დაახლოებით, ერთ ტექტონიკურ ბაქანზე ვართ ჩვენს მეზობლებთან და კითხვა არის შემდეგი - 4, 7 თუ 8% იქნება ზრდა, სამწუხაროდ სრულად ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ პროცენტ ნახევარით, ორი პროცენტით მეტად უნდა გავიზარდოთ ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი განცხადებით ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი.

"ზოგი არის მდიდარი ნავთობით, ზოგი არის მდიდარი ინდუსტრიით. იქ თუ დაბალი ზრდებია და ჩვენ ვახერხებთ პროცენტ ნახევარი, ორი პროცენტით მეტად გაზრდას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკისა და გამართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავშორდებით მეტად პარტნიორ ქვეყნებს - აზერბაიჯანში 2% იყოს და საქართველოში 10 პროცენტი, ბუნებაში ვერ მოხდება იმიტომ, რომ ერთ ეკონომიკურ ბაქანზე ვდგავართ. შეიძლება არგენტინა ვითარდებოდეს და აქ კავშირი იყოს გაწყვეტილი ჩვენ ეკონომიკებს შორის. აქ ბუნებრივია, ასე ვერ მოხდება, ამიტომ შედარებითი კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ გიმეორებთ, თქვენ თუ მაჩვენებთ, რომ თურქეთი იზრდება 5%-ით, აზერბაიჯანი იზრდება-6%-ით და ჩვენ - 4% კი ბატონო. ჩვენი მიზანია, მინიმუმ პროცენტ ნახევარი, ორი პროცენტით მეტად გავიზარდოთ მიუხედავად იმისა, რომ რესურსებით ღარიბი ქვეყანა ვართ. ზუსტად იმიტომ, რომ გვაქვს სწორი პოლიტიკური და ბიზნესგარემო, ყოველთვის ეს მეტობა უნდა გვქონდეს. ჩვენ გავიზრდებით იმდენად, რამდენადაც მოგვცემს რეგიონი საშუალებას და პლუს რამდენადაც ეფექტური ვიქნებით ჩვენ თვითონ და აი, ეს პლუსი არის პროცენტი და პროცენტ ნახევარი, ორი პროცენტი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის