დღეს GIST-ის რეგიონული სტარტაპ ტრენინგის ფინალი გაიმართება
დღეს GIST-ის რეგიონული სტარტაპ ტრენინგის ფინალი გაიმართება
18:10 22.04.2019
ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზი დღეს  GIST-ის რეგიონული სტარტაპ ტრენინგის ფინალს უმასპინძლებს. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეტ რუთი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და Pain Care Labs-ის დამფუძნებელი ემი ბექსტერი.

80 ახალგაზრდა მეწარმე საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სტუმრებისა და ჟიურის წინაშე წარადგენენ თავიანთ ინოვაციურ იდეებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ტრენინგის მონაწილეები წინასწარი განაცხადების საფუძველზე იქნენ შერჩეული. მათ სამი დღის განმავლობაში ამერიკელ ექსპერტებთან ერთად იმუშავეს სამეწარმეო უნარების განვითარებასა და თავიანთი იდეების დახვეწაზე.

ღონისძიებაზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული გუნდი: I ადგილი მიიღებს 2000 დოლარს და დამატებითი ინკუბაციისთვის გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. II ადგილს გადაეცემა ფულადი ჯილო 1000 დოლარის ოდენობით.

ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა