logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ნათია თურნავამ ყახაზეთის ენერგეტიკის მინისტრთან საქართველში ყაზახური ნავთობის ტრანზიტის გაფართხოების შესაძლებლობები განიხილა
ნათია თურნავამ ყახაზეთის ენერგეტიკის მინისტრთან საქართველში ყაზახური ნავთობის ტრანზიტის გაფართხოების შესაძლებლობები განიხილა
18:08 22.04.2019
ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ენერგეტიკის მინისტრთან კანატ ბოზუმბაევთან გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომნ ყაზახეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის მსხვილი მომპოვებელი და რეგიონულ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია, გეგმავს სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციას და სამხრეთ კავკასიაზე გამავალ დერეფანში საკუთარი პროდუქციის ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.

2018 წელს ყაზახეთმა, 2013 წლიდან პირველად, რეკორდული რაოდენობის ნედლი ნავთობის ექსპორტი განახორციელა. ქართულმა მხარემ ყაზახური ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის ალტერნატიულ სატრანზიტო გზად ბაქო - სუფსის ნავთობსადენი დაასახელა, რომლითაც შესაძლებელი იქნება შავიზღვისპირეთის ბაზრებზე ნედლი ნავთობის მიწოდება.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ყაზახეთი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების - საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად, ევროპა-აზიის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და კოორდინირებული ქმედებით შესაძლებელია მასში დამატებითი ტვირთების მოზიდვა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის საზღვაო პორტის შემდგომი განვითარების მიმართულებით. ასევე გამოიკვეთა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, კერძოდ, ყაზახეთი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ნავთობგაზოქიმიას ავითარებს, დაინტერესებულია, რომ მესამე ქვეყნებში ნავთობქიმიის პროდუქტების მისაწოდებლად გადამამუშავებელი საწარმო გახსნას და ამ მხრივ, საქართველოს შესაძლებლობა გამოიყენოს.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი 2019 წლის ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია.


ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრას ასევე საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის