logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალი განიხილეს
ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალი განიხილეს
10:10 20.04.2019
სასტუმრო „რედისონში“ მორიგი შეხვედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს (TAG) წევრებთან, რომელიც სხვადასხვა ბიზნესასოციაციებს აერთიანებს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და USAID/GEORGIA პროექტი "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) მხარდაჭერით ჩატარდა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე უძღვებოდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

სამინისტროს ცნობით, კერძო სექტორთან შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის გამოვლენისა და მათი ამ ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტირების ხელშეწყობის საკითხებია. ამასთან, კერძო სექტორის მხრიდან დასმული საკითხები ეხება ამ ქვეყნებთან ვაჭრობისას არსებულ არასატარიფო ბარიერებს. „ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს ვისთანაც ვაფორმებთ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ იმ კუთხით, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან უფრო მეტად გაძლიერდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ქართული პროდუქციის ექსპორტის დივესიფიცირებას და სტრუქტურის გაუმჯობესებას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია ერთ კონკრეტულ ბაზარზე არ იყოს მიბმული და მოხდეს ექსპორტის დივერსიფიცირება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების თანახმად არის მზაობა, რომ მოხდეს იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, სადაც საქართველო კონკურენტუნარიანია, რის შემდგომაც ევროკავშირი დაგვეხმარება იმ ტექნიკური და სავაჭრო ბარიერების დაძლევაში, რომლებიც ხელს უშლის ჩვენი პროდუქტის გადაადგილებას აღნიშნულ ბაზარზე. მისი განცხადებით, ასევე ჩინეთის კომერციის სამინისტროა დაინტერესებული, რომ მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს გასულ წელს ძალაში შესულ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, GIZ-თან ერთად, მათი ექსპერტების ჩართულობით უკვე მოხდა რამდენიმე სექტორის იდენტიფიცირება. „მოვახდინეთ გარკვეული სექტორების იდენტიფიცირება, სადაც ვფიქრობთ, რომ ღირებულებათა ჯაჭვში შესაძლებელია ევროკავშირის მიმართულებით ჩართვა. ასეთი 3 სექტორი იქნა იდენტიფიცირებული: ეს არის ავეჯის და მსუბუქი მრეწველობის სექტორები, ასევე აისითი სექტორი“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის