logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მთავარი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სიკეთის მიტანა თითოეული ოჯახამდე, მცირე და საშუალო ბიზნესამდე
ნათია თურნავა: მთავარი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სიკეთის მიტანა თითოეული ოჯახამდე, მცირე და საშუალო ბიზნესამდე
17:47 19.04.2019
"ძალიან კარგად ვიცი, რა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათგან მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის სხდომის შემდეგ გაიმართა.

სხდომას ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში პირველად დაესწრო.

"ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიური ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი საერთაშორისო ფინანსური რეიტინგების თვალსაზრისით, გვაქვს არაჩვეულებრივი მიღწევები რეგიონში ეკონომიკური ინტეგრირების თვალსაზრისით. მაგრამ მთავარი, რასაც გავაკეთებთ, ესაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სიკეთის მიტანა თითოეული ოჯახამდე, მცირე და საშუალო ბიზნესამდე. სწორედ ეს დავალება მივიღე პრემიერ-მინისტრისგან," - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. "ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივია ის ნდობა, რაც გამომიცხადა მმართველმა გუნდმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მე სათავეში ჩავუდექი ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც ჩემთვის უცხო უწყება არ არის", - განაცხადა მან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სამომავლო გეგმებზე. "ძალიან მოკლე ვადა გვაქვს, რათა ძალიან ამბიციური გეგმები განვახორციელოთ. ჩვენ დავსახეთ სტრატეგიები და ამოცანები, ახლა მთავარია ამ სტრატეგიების ოპერატიული მართვა, ყველა ამოცანის დადგენილ დროში აღსრულება. მე ჩემი გამოცდილება, ჩემი მენეჯერული უნარი, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებას მოიცავს, მინდა ამ საქმეს მოვახმარო. ეს იქნება ჩემი კონტრიბუცია ჩვენი ერთიანი ეკონომიკური გუნდის საქმეში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა