IBCCS საქართველოსა და IBC Corporate Solutions-ის ორგანიზებით, 16-20 აპრილს, თბილისს კვიპროსიდან
ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა.
ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი უკავშირდება 18 აპრილს დაგეგმილ ბიზნეს ფორუმს, რომელსაც კვიპროსის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გახსნიან. ფორუმი ორგანიზებულია საქართველოსა და კვიპროსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ IBCCS საქართველოსა და IBC Corporate Solutions-ის დახმარებით.
ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოში ინვესტირების მიზნით, გაიმართება ბიზნესს შეხვედრები დეველოპერულ კომანიებს, მეღვინეობებს, აგრო-ბიზნესის და სხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრები და საქართველოს გაცნობითი ტური დაგეგმილია თბილისში, ბათუმსა და კახეთის რეგიონში.
IBCCS Georgia არის საერთაშორისო საგადასახადო ანალიტიკოსების გამოცდილი გუნდის ქართული წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც დაინტერესებულ პირებს მაღალი ხარისხის იურიდიულ, საგადასახადო დაგეგმვის ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.