logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი ყოველწლიურად სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის 2 000-მდე სპეციალისტს მოამზადებს
გიორგი ქობულია: საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი ყოველწლიურად სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის 2 000-მდე სპეციალისტს მოამზადებს
17:16 16.04.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია”-ს დირექტორმა, მაია წერეთელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნას ითვალისწინებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანია ასევე ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით.

„ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სექტორია ჩვენთვის. როგორც იცით, ტურიზმის სექტორში 10,000 - დან 12,000-მდე ადამიანის გადამზადებას ვგეგმავთ ყოველ წელს 7-10 წლის განმავლობაში. ამიტომ ამ მიზნით, შესაბამის ინფრასტრუქტურას ვქმნით. კოლეჯი ყოველწლიურად 2 000 - მდე სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის სპეციალისტს მოამზადებს. პროფესიული გადამზადება და ჩვენი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის სასწავლო კურსი საუკეთესო ამერიკული და ევროპული ანალოგიური კურსების შესაბამისად მომზადდება, ხოლო სერტიფიკატები, რომელსაც კოლეჯის კურსდამთავრებულები მიიღებენ, იქნება საერთაშორისოდ აღიარებული. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ისინი შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.

„ამიტომ ეს ქმნის დასაქმების უნივერსალურ საშუალებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე საგულისხმოა, რომ კოლეჯის დაფინანსების სურვილი საერთაშორისო დონორებმა გამოთქვეს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარდება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა.

GNTA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით კოლეჯისთვის ვებ-გვერდი შეიქმნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა