logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი განათლების რეფორმა ეხმიანება მსოფლიო ბანკის ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი განათლების რეფორმა ეხმიანება მსოფლიო ბანკის ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“
00:29 14.04.2019
"ჩვენი განათლების რეფორმა ეხმიანება მსოფლიო ბანკის ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან გამართულ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე, პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმას, რომლის საფუძველზე 2022 წლისთვის განათლებაზე უნდა დაიხარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი.


„შეხვედრების დროს განვიხილავდით, თუ როგორ ვითარდება საქართველო, როგორი წარმატებულია სხვადასხვა რეიტინგში, ამავე დროს, ყველა ვთანხმდებით და კვლევებითაც დასტურდება, რომ ბიზნესს, ინვესტორებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს აწუხებთ არა კორუფცია, არც ზედმეტი რეგულაცია და სტაბილურობის ნაკლებობა ქვეყანაში, (ყველა ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ კარგად გამოვიყურებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებშიც) არამედ ერთ-ერთი პირველი პრობლემა არის კვალიფიციური მუშა-ხელი. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ პარადოქსული სიტუაციის წინაშე. ერთი მხრივ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე და დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მეორე მხრივ კი სერიოზული მოთხოვნაა ბიზნესიდან კვალიფიციური მუშახელის. სწორედ აქ არის კვალიფიკაციისა და განათლების თემა, ამიტომ ჩვენ ყველა ერთხმად ვთანხმდებით, როგორც ხელისუფლებაში და იმედი მაქვს, ზოგადად, ქვეყანაში, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა“,- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორს შორის მოხდეს ფინანსური რესურსების გაერთიანება, რათა საბოლოო ჯამში, განათლების სექტორში მიიმართოს მშპ-ს 10 პროცენტი და მეტი ოდენობის ფინანსური რესურსი.


ფინანსთა მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ ფინანსური დახმარების, არამედ ბანკის ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„რეფორმის ჩონჩხი არსებობს, ძირითადი პრინციპები იდენტიფიცირებულია, ახლა აუცილებელია დეტალების გაწერა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხია მასწავლებლების გადამზადება და მათი ხელფასების გაზრდა. პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს სრულფასოვანი, როგორც ანაზღაურების, ისე დაფასების კუთხით. თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, 2023 წლისთვის მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ უნდა გასამმაგდეს. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ნაციონალური, საერთო ეროვნული კონსენსუსი. ჩვენ ხშირად გვაქვს სხვადასხვაობა ოპონენტებთან, ოპოზიციასთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა შედგეს, გაუძლოს მრავალ მთავრობას, მრავალ მინისტრს და არ უნდა მოხდეს ამ გზიდან გადახვევა. სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - განათლების რეფორმა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი ხელისუფლების ან ერთი ადამიანის ინიციატივად და მან უნდა გაუძლოს დროს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის