logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქეთევან ციხელაშვილი: ზაურ დარგალი წლების განმავლობაში მუშაობდა მინისტრის აპარატში და ჩვენ ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით
ქეთევან ციხელაშვილი: ზაურ დარგალი წლების განმავლობაში მუშაობდა მინისტრის აპარატში და ჩვენ ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით
15:18 13.04.2019
ეს არის საქართველოს გამორჩეული მხარე, კულტურული მრავალფეროვნებით, რომელსაც ქმნით თქვენ, აქ მცხოვრები განსაკუთრებით მშრომელი, გულწრფელი ხალხი, ერთგული ხალხი და მადლობა ამისთვის - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა მარნეულში მერობი კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

"მე ხშირად გსტუმრობთ და იცით, რომ განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ამ ქალაქს და მთლიანად რეგიონს, ქვემო ქართლს რამდენიმე მიზეზის გამო:
ეს არის საქართველოს გამორჩეული მხარე, კულტურული მრავალფეროვნებით, რომელსაც ქმნით თქვენ, აქ მცხოვრები განსაკუთრებით მშრომელი, გულწრფელი ხალხი, ერთგული ხალხი.
ამასთან ეს არის საქართველოს ერთერთი ულამაზესი მხარე, მისი ლანდშაპტით და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით .
და ბოლოს -ამ რეგიონიდან არის ჩემი ფესვები, რაც ძალიან მეამაყება“ - განაცხადა მინისტრმა.

მერობის კანდიდატზე საუბრისას ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ზაურ დარგალი წლების განმავლობაში მუშაობდა მასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატში და ერთად ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.

„განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად მარნეულს წარვუდგენთ ძალიან ღირსეულ მერობის კანდიდატს , ბატონ ზაურ დარგალს.
ზაური ნამდვილად გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდაა, ძალიან კვალიფიციური , შრომისმოყვარე , მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და რაც მთავარია საკუთარი ქალაქის ძალიან დიდი ქომაგი, რომელმაც კარგად იცის რა სჭირდება აქაურობას და რა უნდა გააკეთოს.
ამის თქმის საფუძველს კი მაძლევს ის, რომ ზაური წლების განმავლობაში მუშაობდა ჩვენთან , სახელმწიფო მინისტრის აპარატში , წარმომადგენლად ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, ამ პერიოდში , ჩვენ ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგვიდგამს ერთად.
ამ ყველაფრის მიზანი იყო და არის ის, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტია: უზრუნველვყოთ , რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე , განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა , იყოს მაქსიმალურად ჩართული ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში , ჰქონდეს საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობის გამოვლენის ყველა საშუალება და ეს ერთიანი ენერგია მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და უკეთეს მომავალს.
ზაური ნამდვილად არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ნებისმიერ მოქალაქეს , როგორც მას, ჩვენს ეთნიკურად აზარბაიჯანელ მოქალაქეს , ნამდვილად ყველა ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას.
დარწმუნებული ვარ, რომ ზაურს წინ ბევრი წარმატება ელოდება. მას ამისთვის თქვენი მხარდაჭერა და ნდობის მანდატი სჭირდება, რომ უფრო მეტი ძალისხმევით იმუშავოს ამ ქალაქისთვის. გისურვებ ზაურ წარმატებას და გამარჯვებას მარნეულის და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა