logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას
ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას
21:03 10.04.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ კონფერენციაზე Energy Transition Dialogue 2019, სადაც მოხსნება გააკეთა თემაზე: ენერგორესურსების დივერსიფიცირება და ახალი ტექნოლოგიები, როგორც ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის წინაპირობა.

ნათია თურნავამ მიმოიხილა ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიცირების გლობალური მნიშვნელობა, როგორც ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების, ასევე გეოპოლიტიკური რისკების შემცირების თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონალური ჭრილში და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მდებარეობას ევროპასა და აზიას შორის, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა საქართველოს გავლით ე.წ. ენერგეტიკული „ხიდის“ განვითარებისთვის.

მან დაასახელა კონკრეტული სამომავლო პროექტები, რომელებიც ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოებისა და მიწოდების სტაბილურობის ნიადაგს შექმნის. მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ინიცირებულ შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას ისახავს მიზნად.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა საქართველოში ქარისა და მზის ენერგიისადმი მზარდი ინტერესი და მიმოიხილა მათი ქსელში ინტეგრაციის სამომავლო პესპექტივები. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე, რომელიც ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობების შესწავლასა და საპილოტე პროექტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას რეგიონში. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტი, რომლის შემდგომი განვითარებითაც ბუნებრივი გაზის ცენტრალური აზიიდან ევროპის ბაზრისთვის მიწოდება იქნება უზრუნველყოფილი.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს იმ პროექტების განვითარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერება, ენერგორესურსების დივერსიფიცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაა“ - აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილემ გამოსვლის დასასრულს ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს სწრაფად ცვალებად ენერგეტიკულ რუკასა და გეოპოლიტიკური დინამიკურობიდან გამომდინარე, განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე, რაც ენერგეტიკული ბაზრების კონკურენციის გაზრდის წინაპირობაა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა