logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში, დისკუსია გაიმართა
კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში, დისკუსია გაიმართა
17:35 08.04.2019
საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში, დისკუსია გაიმართადისკუსიის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი-გიორგი ქობულია, ავსტრიის მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის ფედერალური სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე - მარკუს ჰოფნერი, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მთავარი წარმომადგენელი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში ლასლო ვაჟდა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ევგენიძე იყვნენ.

განხილვის თემა სოფლის განვითარების 2020-2027 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობის საკითხი იყო.
„მოგეხსენებათ, სამინისტრო სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. ჩვენ დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება და გვსურს ადეკვატური სოფლის განვითარების სტრატეგია შევთავაზოთ მთავრობას. იცით, რომ სტრატეგია კომპლექსური დოკუმენტია, სადაც აქცენტი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მეწარმეობრივი საქმიანობის მხარდაჭერასა და ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე გაკეთდება“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიაში ყურადღება გარემოს დაცვისა და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე გამახვილდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რეგიონების განვითარება ქვეყნის განვითარების ტოლფასია შესაბამისად, ახალი სტრატეგია და მისი შესრულება ქვეყნის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, სოფლად უკეთესი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად აუცილებელია მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, რაც კომერციაზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით არის შესაძლებელი.

დისკუსიის ფარგლებში, ყურადღება სოფლის განვითარების კუთხით, ავსტრიის და უნგრეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
ღონისძიება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა