logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გენადი არველაძე მსხვილი ბულგარული ენერგოკომპანიის მფლობელს შეხვდა
გენადი არველაძე მსხვილი ბულგარული ენერგოკომპანიის მფლობელს შეხვდა
11:28 06.04.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, რომელიც საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთში იმყოფებოდა, ბულგარეთის მსხვილი კომპანიის - „ენერჯი მარკეტის“ (Energy Market) მფლობელს, ბორისლავ ლორინკოვსა და ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ასევე მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნების სათანადო დაცვას.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია „ენერჯი მარკეტი“ ახორციელებს როგორც ბულგარეთში, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ენერგეტიკულ პროექტებს. მათ დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების რეფორმის მიმართ და გამოთქვეს სურვილი, გახდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ბულგარული კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა ჰიდროელექტროსადგურებსა და განახლებადი ენერგიის მიმართულებაზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მზის ელექტროსადგურისა და გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე.

შეხვედრაზე ბულგარეთის ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესაძლებლობების შესახებ, ასევე დაბალი გადასახადების და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს თაობაზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოგების გადასახადის რეფორმამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბულგარეთის კომპანიის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან და ადგილობრივი ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან.

„ენერჯი მარკეტი“ ფლობს ელექტროგადამცემ ხაზებს, ჰიდროელექტროსადგურებს, განახლებადი ენერგიის, მათ შორის, მზისა და ქარის ელექტროსადგურებს როგორც ბულგარეთში, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, კომპანია ელექტროენერგიას აწვდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოსექტორებს, ასევე განკარგავს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ერთ-ერთ მსხვილ ენერგოკომპანიას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა