logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
“მომავლის ბლოკჩეინის სამიტზე” საჯარო რეესტრის გამოცდილება განიხილეს
“მომავლის ბლოკჩეინის სამიტზე” საჯარო რეესტრის გამოცდილება განიხილეს
15:28 05.04.2019
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება დუბაიში გამართულ "მომავლის ბლოკჩეინის სამიტზე" განიხილეს.

საერთაშორისო სამიტზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია წარმოადგენდა, რომელიც ღონისძიებას სპეციალური მოწვევით ესწრებოდა. მან ექსპერტებთან ერთად საპანელო დისკუსიაში მსოფლიოს მასშტაბით არსებული იმ ბლოკჩეინის პროექტების განხილვაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც უძრავი უძრავი ქონების ბაზარს ძირეულად ცვლიან. ელენე გრიგოლიამ საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება განიხილა და პროექტის მიმდინარეობისა და გეგმების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა. ბლოკჩეინში ინტეგრირება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციებს კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს ხდის. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში 2 მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი.

"Future Blockchain Summit 2019" 2-3 აპრილს, დუბაიში გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიებაზე მოხსენებებით ბლოკჩეინის ეკოსისტემის 120-ზე მეტი სპიკერი წარსდგა, რომლებმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში გამოყენების გამოცდილებასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში, ბლოქჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და დუბაის მიწის მართვის დეპარტამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დაიგეგმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის